Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696133&print=yes&view=jobs
 
რეგიონალური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონალური მენეჯერი
მომწოდებელი: დუთი ფრი ფოინთს
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
ჩვენს შესახებ:

შპს "დუთი ფრი ფოინთს"-ის თავისუფალი ვაჭრობის ობიექტები, წარმოდგენილია საქართველოს ოთხ სახმელეთო სასაზღვრო პუნქტზე: ყაზბეგი, სარფი, სადახლო და წითელი ხიდი (სამომავლოდ). ძირითადი მიმართულებაა: თამბაქო, ალკოჰოლი და პარფიუმერია. ჩვენი პარტნიორები არიან წამყვანი გლობალური ბრენდები და ჩვენი მიზანია საერთაშორისო მოგზაურობისთვის ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ გამორჩეული სერვისი და ექსკლუზიური "დუთი ფრი" პროდუქცია

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
პოზიცია: რეგიონალური მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში
ანაზღაურება: შეთანხმებით კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა; პარკირების საშვი, 5 day off წელიწადში.

პოზიციის აღწერა:

კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე. რეგიონალური მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება განსაზღვრულ რეგიონებში, კომპანიის ოპერაციების, გაყიდვების და გუნდის ეფექტურ მართვაზე სტრატეგიული მიზნების შესრულებასა და ბიზნესის განვითარებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობის მართვა და კოორდინაცია მინიჭებულ რეგიონებში
** გაყიდვების გეგმების შემუშავება და შესრულების კონტროლი
** გაყიდვების ზრდისა უზრუნველყოფა
** გუნდის (ფილიალების მენეჯერები, გაყიდვების წარმომადგენლები და სხვა) მართვა, მოტივაცია და განვითარება
** სამოტივაციო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება
** გაყიდვების შედეგების ანალიზი და რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელობისთვის
** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტების და მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი
** კომპანიის სტანდარტებისა და პოლიტიკის დაცვა რეგიონულ დონეზე
** პარტნიორებთან და მნიშვნელოვან კლიენტებთან ურთიერთობის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ეკონომიკის მიმართულებით)
** რეგიონალური მენეჯერის ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება
** გაყიდვებისა და გუნდის მართვის გამოცდილება
** სტრატეგიული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარები
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების მაღალი უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
** მართვის მოწმობა (სასურველია) და რეგიონში გადაადგილების მზაობა

პიროვნული უნარები:

** ლიდერული თვისებები
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი

ჩვენს კომპანიაში გელით მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო, კარიერული განვითარების პერსპექტივა და შრომის ანაზღაურების მზარდი დინამიკა. თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ყველა საჭირო რესურსით, რათა ეფექტურად და წარმატებით შეასრულოთ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობები. გისურვებთ წარმატებას და იმედს ვიტოვებთ, რომ გახდებით ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@dutyfreepoints.ge; სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს ან დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე: 593570501

შპს "დუთი ფრი ფოინთს" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.

რეზიუმეს გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში, დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები (CV) არაუმეტეს 12 თვის ვადით - მხოლოდ დასაქმებასთან დაკავშირებული პროცესების წარმართვის მიზნით. მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა თქვენს წინასწარ თანხმობის გარეშე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ შრომითი ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზანს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია