Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696128&print=yes&view=jobs
 
ელექტრიკოსი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: Hampton by Hilton Batumi Center
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
შემოუერთდით "Hampton by Hilton Batumi Center"-ის გუნდს და შეიტანეთ თქვენი წვლილი ჩვენს საერთო წარმატებაში!

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, პრაქტიკულ და მომსახურებაზე ორიენტირებულ ელექტრიკოსს, რომელიც შეუერთდება "Hampton by Hilton Batumi Center"-ის გუნდს.

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სტუმრებისთვის და გუნდის წევრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა - ეს შესაძლებლობა თქვენთვის არის!

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** ახორციელებს ტექნიკური აღჭურვილობის პრევენციულ მოვლას სასტუმროს ნომრებში, საერთო და სერვის სივრცეებში, რაც მოიცავს სისტემების სისტემატურ შემოწმებას, კალიბრაციას და საჭირო სამუშაოების დროულად განხორციელებას; უზრუნველყოფს ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს.
** ახორციელებს HVAC, წყალგაყვანილობის, ელექტრო წრედების, განათების და სხვა მექანიკური სისტემების რეგულარულ ინსპექციას და საჭიროებისამებრ შეკეთებას.
** ფლობს შენობის მართვის სისტემების (BMS) ცოდნას და ახორციელებს სისტემურ შეტყობინებებზე დროულ და ეფექტურ რეაგირებას.
** უზრუნველყოფს პრევენციული მოვლის გრაფიკის შესრულებას და დანადგარებისა და სივრცეების შენარჩუნებას განსაზღვრული სტანდარტების მიხედვით.
** ზრუნავს უსაფრთხოების სისტემების (სახანძრო სიგნალიზაცია, ავარიული გასასვლელები, საინფორმაციო ნიშნულები) უწყვეტ და გამართულ მუშაობაზე და უზრუნველყოფს მათი შესაბამისობას ადგილობრივ რეგულაციებთან.
** აწარმოებს ტექნიკური სამუშაოების დეტალურ ჩანაწერებს (სამუშაო შეკვეთები, ინსპექციები, შეკეთებები) და მოამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას.
** თანამშრომლობს ჰაუზქიფინგსა და სხვა დეპარტამენტებთან ტექნიკური პრობლემების დროული და ეფექტური მოგვარების მიზნით.
** ზრუნავს ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის, ასევე სამუშაო სივრცეების სათანადო მდგომარეობაზე.
** ზრუნავს და აქტიურად განავითარებს საკუთარ ტექნიკურ ცოდნასა და პროფესიულ უნარებს, მუდმივად მიიწევს წინ განვითარებისა და პროფესიული ზრდისთვის.

სხვა მოვალეობები:

** საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს F&B-ს ან სასტუმროს სხვა დეპარტამენტების მხარდაჭერას (მაგალითად, ბარში ან ლობიში დახმარება)
** აქტიურად მონაწილეობს გუნდურ შეხვედრებში და ტრენინგებში
** ასრულებს მენეჯმენტის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს, რათა უზრუნველყოს სტუმართა კმაყოფილება და ოპერაციული პროცესების შეუფერხებელი მუშაობა

კვალიფიკაცია და უნარები:

** სავალდებულოა პროფესიული სერტიფიკატი ერთ-ერთ სპეციალიზირებულ სფეროში: ელექტროობა, მექანიკა, სამაცივრე სისტემები, ხის დამუშავება/დურგლობა ან წყალგაყვანილობა
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასტუმროს ტექნიკურ სამსახურში ან ინჟინერიის სფეროში
** HVAC, ელექტრო, სანტექნიკურ და მექანიკურ სისტემების ცოდნა
** უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ბათუმი, რუსთაველის 20
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: შეთანხმებით

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** 50%-იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში;
** 70%-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა "არგო"-ზე
** ფასდაკლებას რესტორან "არგო"-ში

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს და შეავსოთ განაცხადი: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_kqctf/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"Hampton by Hilton Batumi Center" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია