Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696118&print=yes&view=jobs
 
მორიგე რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე რეგისტრატორი
მომწოდებელი: აერო ჰენდლინგ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
"აერო ჰენდლინგ ჯორჯია" საჰაერო ხომალდების მიწისზედა მომსახურების პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2023 წელს, აერთიანებს 200-ზე მეტ თანამშრომელს და წარმატებულად ემსახურება ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს.

"აერო ჰენდლინგ ჯორჯია" გიწვევთ გუნდში მგზავრთა მომსახურების სამსახურის მორიგე რეგისტრატორის პოზიციაზე სამუშაოდ.

ჩვენ გთავაზობთ:

** შრომის ანაზღაურება, კვალიფიკაციის შესაბამისად, 1000 ლარიდან 1600 ლარამდე (NET);
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** მეგობრული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი;
** სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია.

სამუშაო საათები: დინამიური, 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი (დღისა და ღამის ცვლა);
ადგილმდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სარეგისტრაციო დახლებთან მგზავრების მაღალი სტანდარტით მომსახურება;
** ჩასხდომის ბარათების დამუშავება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმება და მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანის უზრუნველყოფა;
** სპეციალური საჭიროების მქონე მგზავრების მომსახურების უზრუნველყოფა კომპანიის შიდა სტანდარტების შესაბამისად;
** სატრანსფერო მგზავრებისათვის ინფორმაციის მიწოდება, ტრანსფერის შეფერხების გარეშე რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში მგზავრებისთვის და შესაბამისი სამსახურებისთვის ფრენის დროის, ბორტის ცვლილების, შეფერხებებისა და სხვა ინფორმაციის მიწოდება;
** მგზავრთა კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების მინიმუმ B2 დონეზე ფლობა, როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი ფორმით (შემოწმდება ტესტირებით და გასაუბრებით);
** საოფისე პროგრამებთან (MS Word, Excel, PowerPoint და სხვ.) მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Hr@ahgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "აერო ჰენდლინგ ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "აერო ჰენდლინგ ჯორჯია"-ს უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია