Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696104&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: Georgian Constructions Solutions
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
"Georgian Constructions Solutions" - სამშენებლო სექტორისთვის ქიმიური დანამატების მწარმოებელი კომპანია, აცხადებს ტექნიკური მენეჯერის ვაკანსიას.

სამუშაო მოვალეობები:

** გაყიდვების დეპარტამენტთან ერთობლივი მუშაობა კლიენტთა ბაზის განვითარების მიზნით;
** მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიწოდება RDP და PCE პროდუქტების შესახებ;
** პროდუქციის დანერგვა მომხმარებელთა საწარმოო რეცეპტურებში;
** პროდუქტის პორტფელის ფორმირება, ახალი პროდუქტების შემუშავებაში მონაწილეობა ტექნიკური დავალებების ჩამოყალიბების ნაწილში;
** რეკლამაციებთან მუშაობა;
** პროდუქციის შედარებითი ანალიზის ჩატარება კონკურენტებთან მიმართებით;
** პროდუქციის პოზიციონირება გამოყენების სფეროების მიხედვით მშრალ სამშენებლო ნარევებში;
** პროდუქტებისთვის ღირებულებითი შეთავაზების ფორმირება;
** შიდა და გარე სემინარებისა და ტექნიკური ტრენინგების ჩატარება.

მოთხოვნები:

** მშრალი სამშენებლო ნარევების ექსპერტული ცოდნა: მათი სახეობები, შემადგენლობა და გამოყენების თავისებურებები;
** ძირითადი მწარმოებლების პოლიმერული ფხვნილების თვისებებისა და გამოყენების თავისებურებების ცოდნა, ასევე სხვა ფუნქციური დანამატების (ცელულოზის ეთერები, სახამებელი, პოლიკარბოქსილატური სუპერპლასტიფიკატორები) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პრიორიტეტი ენიჭება სპეციალისტებს, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა მოდიფიცირებული მშრალი ნარევების რეცეპტურების შემუშავების გამოცდილება: ფილების წებოები C1, C2 და მათი მოდიფიკაციები, შელესვები, საფითხები და მათი მოდიფიკაციები, გარე თბოიზოლაციის კომპოზიტური სისტემებისთვის განკუთვნილი მასალები, სარემონტო ნარევები, თვითსწორებადი იატაკები და სხვ.;
** შესანიშნავი კომუნიკაციის უნარები;
** რეგულარული მივლინებებისთვის მზადყოფნა;
** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონისა.

პირობები:

** პროფესიონალური გუნდი, რომლისგანაც შესაძლებელია ბევრი რამის სწავლა და ღირებული გამოცდილების მიღება;
** ღიაობისა და ურთიერთდახმარების კულტურა;
** სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** სამუშაო გრაფიკი: 5/2, 10:00-დან 19:00-მდე;
** სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, ოფისიდან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@geoconsol.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით შპს "ჯორჯიან კონსთრაქშენ სოლუშენს" და მისი ჯგუფის კომპანიების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს, ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: hr@geoconsol.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია