|
დასახელება:
კლიენტთა მხარდაჭერის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Georgian Constructions Solutions
|
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
"Georgian Constructions Solutions" - სამშენებლო სექტორისთვის ქიმიური დანამატების მწარმოებელი კომპანია, აცხადებს კლიენტთა მხარდაჭერის მენეჯერის ვაკანსიას.
სამუშაო მოვალეობები:
** კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
** კლიენტებისგან შემოსული შეკვეთების გაფორმება;
** კონტრაქტებისა და გადაზიდვის დოკუმენტების მომზადება;
** კონტრაგენტებთან დოკუმენტბრუნვის წარმოება;
** გადახდებისა და დებიტორული დავალიანების კონტროლი;
** ექსპორტის მიწოდების პროცესში ჩართულ მომიჯნავე დეპარტამენტების თანამშრომლებთან ურთიერთქმედება;
** გადაზიდვების კონტროლი;
** ანგარიშგების მომზადება.
მოთხოვნები:
** ექსპორტის მიწოდებების ნაწილში დოკუმენტბრუნვის გაგება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
** სხვადასხვა ქვეყნის კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** რუტინული სამუშაოს შესრულების მზადყოფნა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი, მუშაობის მაღალი ტემპი, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** MS Office-ის პაკეტის ცოდნა, განსაკუთრებით MS Excel-ის (გაღრმავებული დონე);
** ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ Intermediate დონე).
პირობები:
** პროფესიონალური გუნდი, რომლისგანაც შესაძლებელია ბევრი რამის სწავლა და ღირებული გამოცდილების მიღება;
** ღიაობისა და ურთიერთდახმარების კულტურა;
** სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** სამუშაო გრაფიკი: 5/2, 10:00-დან 19:00-მდე;
** სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, ოფისიდან.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@geoconsol.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით შპს "ჯორჯიან კონსთრაქშენ სოლუშენს" და მისი ჯგუფის კომპანიების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს, ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი.
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: hr@geoconsol.ge
|
|
|
|