Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ქართული ღვინის სახლი
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
კომპანია "ქართული ღვინის სახლი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. გორი, თამარ მეფის № 26

მოთხოვნები:

** საშუალო/პროფესიული განათლება;
** სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება და საწყობის სპეციფიკის ცოდნა;
** დამტვირთველის და შტაბელერის მართვის/გამოყენების ცოდნა და გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება ქ. გორში მცხოვრებ კანდიდატებს;

ძირითადი მოვალეობები:

** სასაწყობე მარაგების (საკომპლექტაციო მასალები, მზა პროდუქცია) მითვლა, ჩამოწერა, რაოდენობების კონტროლი;
** დატვირთვა - გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** მიღებული და გაშვებული პროდუქციის აღწერა;
** კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის დასაწყობება;
** საწყობის პერიოდული აღწერა/ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** საწყობის ხელმძღვანელის მითითებების/დავალებების შესრულება;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** დაგეგმვის და დროის ოპტიმალური განაწილების უნარი
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალობა
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
** კომუნიკაბელურობა

ანაზღაურება: 1500-2500 ლარი (თანხა მითითებულია საპენსიო გადასახადის ჩათვლით).
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00სთ.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.com. აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე