|
დასახელება:
ადმინისტრაციული ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
თრექინგს.ჯი
|
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
საკურიერო კომპანია "Trackings.GE" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის
(საწყობი, ლოგისტიკა და სასაწყობე პროცესები) პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
საოპერაციო მენეჯერის დამხმარე ასისტენტი უზრუნველყოფს საწყობისა და ლოგისტიკური პროცესების ადმინისტრაციულ მხარდაჭერას, დოკუმენტაციის მართვასა და საოპერაციო საქმიანობის შეუფერხებელ მიმდინარეობას.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობისა და ლოგისტიკური პროცესების ფარგლებში დოკუმენტაციის მიღება, აღრიცხვა და კორექტირება;
** საოპერაციო მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში;
** სასაწყობე და ლოგისტიკურ ოპერაციებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
** მონაცემების სისტემატიზაცია და ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა საოპერაციო და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება ადმინისტრაციულ, ლოგისტიკურ ან სასაწყობე პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 10:00-19:00;
სამუშაო ლოკაცია: თბილისი (ორხევი / აეროპორტის ტერიტორია);
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (გამოცდილების მიხედვით).
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია და გამოგზავნეთ რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე: hr@trackings.ge
|
|
|
|