|
დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
BlueTabla
|
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
ბლუტაბლა ქმნის სახლის აქესესუარებს, რომელთა დიზაინიც შთაგონებულია ქართული კულტურით. თითოეული ინარჩუნებს მთავარ იდეას - ქართული სახასიათო დიზაინის შექმნასა და მათ ყოველდღიურობაში დამკვიდრებას.
"ბლუტაბლა" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასის მომსახურებას;
** ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1, 500-2, 000 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
** სამუშაო ადგილი: თბილისი (ისთფოინთი მაღაზია)
მოთხოვნები:
** მომსახურების/ვაჭრობის სფეროში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
მოვალეობები:
** მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდა;
** ფილიალის თანამშრომლების ტრენინგი და მართვა;
** მომხმარებლებთან ურთიერთობა;
** ვიზუალური მერჩენდაიზინგი (პროდუქციის ფილიალიში განთავსება);
** მარაგების კონტროლი;
** საბუღალტრო პროგრამაში ოპერაციების შესრულება;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მეილზე career@bluetabla.ge
გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "ფილიალის მენეჯერი" და სასურველი ფილიალი.
|
|
|
|