Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696060&print=yes&view=jobs
 
საცალო გაყიდვების ცენტრის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო გაყიდვების ცენტრის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნიუ ვიჟენ დაზღვევა
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
ს.ს. ნიუ ვიჟენ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე!

"ნიუ ვიჟენ დაზღვევა" 2020 წელს დაარსდა და წარმოადგენს ჰოლდინგის ნაწილს, რომელშიც ერთიანდება ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი", "ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი", "ზარაფხანა", "ქუთაისის ტორპედო" და ა.შ.
ჩვენთვის წამყვანი კორპორატიული ღირებულებაა კომპანიაში დასაქმებული ადამიანების კმაყოფილება, მათთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და განვითარება. ამასთანავე, კომპანია ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას - ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ პოტენციურ თანამშრომელს!

სამუშაო განაკვეთი სრული, ორშაბათი - პარასკევი; 09:00 - 18:00 ან 10:00 - 19:00
შრომის ანაზღაურება ფიქსირებული შრომის ანაზღაურება* + საკომისიო გაყიდვებიდან
ადგილმდებარეობა ქ. თბილისი, ე. მიქელაძის 1ბ

*ანაზღაურების ფიქსირებული ნაწილი განისაზღვრება კანდიდატთან გასაუბრებისას, სადაზღვევო სფეროსა და გუნდის მართვის კუთხით არსებული გამოცდილების შესაბამისად.

ფუნქციები:

** საცალო გაყიდვების მიმართულებით, კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და სტრატეგიაზე დაყრდნობით, დაქვემდებარებული გუნდის სამოქმედო გეგმის გაწერა/შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** საცალო გაყიდვების სტრატეგიაზე დაყრდნობით, დაქვემდებარებული გუნდისათვის კვარტალური გაყიდვების გეგმების შემუშავება და გუნდის წევრებთან შეთანხმება;
** თითოეული დაქვემდებარებული თანამშრომლის ყოველთვიური გაყიდვების გეგმის მუდმივი მონიტორინგი, საჭიროების შესაბამისად მხარდაჭერა, ხარვეზების გამოვლენა და გაუმჯობესებისათვის, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
** სადაზღვევო ბაზარზე არსებული საცალო პროდუქტების მუდმივი მონიტორინგი, არსებული პროდუქტების მუდმივი ანალიზი, დამუშავება და საცალო გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციების მომზადება;
** დაქვემდებარებაში მყოფი საცალო გაყიდვების გუნდის მართვა: სამუშაო დღის წარმართვა, მოტივირება, საჭიროების შემთხვევაში, გაყიდვების პროცესში დახმარების გაწევა და ხარვეზების მონიტორინგი;
** საცალო გაყიდვების გუნდის, გაყიდვების პროცესისა და დამდგარი შედეგების მუდმივი ანალიზი, შეჯამება და ყოველთვიურად, გენერალურ დირექტორთან წარდგენა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის, პოტენციური მომხმარებლების მოძიებაში დახმარების გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, პოტენციურ დაზღვეულებთან კომუნიკაცია/დაქვემდებარებული თანამშრომლების საჭიროებისამებრ მხარდაჭერა;
** დაქვემდებარებული გუნდის ფარგლებში, თითოეული სადაზღვევო პოლისის ავტორიზება: პოლისში მოცემული ინფორმაციის ვალიდურობის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში, პოლისის სწრაფ რეჟიმში გამოწერის მენეჯმენტი;
** არსებული მომხმარებლების კმაყოფილების, განახლებების უზრუნველყოფის მიზნით, საცალო გაყიდვების გუნდის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების გაწევა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მუდმივი სწავლა-განვითარება: გაყიდვების უნარების გაძლიერება, ახალი სადაზღვევო პროდუქტების გაცნობა და საჭიროების შესაბამისად, პროფესიული განვითარების პროგრამების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** დაქვემდებარებული გუნდის პორტფელის ვადაგადაცილებების მუდმივი მონიტორინგი და გუნდის მიერ, მომხმარებელთა დროული ინფორმირების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული გუნდის პორტფელის ზარალიანობის მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
** საჭიროებისა და კომპეტენციის ფარგლებში, საცალო დაზღვევის პროდუქტის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროებისა და კომპეტენციის ფარგლებში, საცალო დაზღვევის მიმართულებით დამდგარი ზარალის რეგულირებაში ჩართულობა (დაქვემდებარებული პორტფელის ფარგლებში);
** საჭიროებისა და კომპეტენციის ფარგლებში, საცალო გაყიდვების მიმართულებით მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** დაქვემდებარებული პორტფელის ფარგლებში, მომხმარებლის მხრიდან უკმაყოფილების დაფიქსირების შემთხვევაში, საკითხის მოკვლევაში გუნდის სრულყოფილი ჩართულობის უზრუნველყოფა;
** ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან ერთად რეკრუტირების პროცესში ჩართულობა და ახალი თანამშრომლების ინტეგრაციის პროცესის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო გარემოზე ზრუნვა, მათთვის სამუშაოს გადანაწილება, უკუკავშირი და საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური თუ პროფესიული კონსულტაციის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფინანსების მიმართულებით)
** Microsoft Excel-ში მუშაობის ცოდნა;
** დაზღვევის მიმართულებით, გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 5 წელი);
** გუნდის მართვის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

კომპეტენციები და უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს (მოკლე სამუშაო პარასკევი დღე, დამატებით უქმე დღე (day off) დაბადების დღეზე);
** კორპორატიულ სარგებელს (benefits) (ჯანმრთელობის დაზღვევისა და Fitpass შეთავაზება);
** კორპორატიული კულტურის განვითარებისა და გუნდში ინტეგრაციისათვის სხვადასხვა ორგანიზაციულ აქტივობებს;
** კარიერული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას (ჰორიზონტალური და ვერტიკალური კარიერული გადაადგილება).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე Vacancy@nvi.ge და "SUBJECT" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "საცალო გაყიდვების ცენტრის ხელმძღვანელი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, "ნიუ ვიჟენ დაზღვევამ" შერჩევის პროცესი დაიწყოს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს.

განაცხადის გაზიარებამდე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: Vacancy@nvi.ge

გისურვებთ წარმატებას!

სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევის" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402160022; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, დიდუბის რაიონი, ევგენი მიქელაძის ქუჩა, N 1ბ; ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@nvi.ge; ტელეფონის ნომერი: 0322 501 501. შემდგომში - "დამსაქმებელი"/"კომპანია"/"დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი") მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV-ს) გამოგზავნით/ვებგვერდზე (www.nvi.ge) მონაცემების შეყვანისა და რეზიუმეს/CV-ის ატვირთვით თქვენ, როგორც დასაქმების კანდიდატი/მონაცემთა სუბიექტი "დამსაქმებელს" ანიჭებთ უფლებამოსილებას, რომ:
 დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათ შორის, რეზიუმეში (CV)-ში მითითებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიზნით, იმ ვადით, რაც აუცილებელია კანდიდატების შერჩევისა და კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, "კომპანია" თქვენგან მოწოდებულ რეზიუმეს (CV)-ს, ტესტირების შედეგებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და თქვენგან მიღებულ დამატებით ინფორმაციას/დოკუმენტს დაამუშავებს იმავე ან სხვა პოზიციაზე დასაქმების შემდგომი განხილვის მიზნით დამატებით 1 (ერთი) წლის ვადით, თუ თქვენი მხრიდან აღნიშნულზე დამატებით თანხმობა იქნება გაცხადებული. დამატებითი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, კომპანია გაანდაგურებს/წაშლის თქვენს შესახებ არსებულ მონაცემებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა დამუშავების საფუძველია თქვენი განცხადების/კანდიდატურის განხილვა. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია, თუ რა სახის მონაცემებს ამუშავებს კომპანია თქვენს შესახებ, რა საფუძვლით, რა ვადით, გადაეცემა თუ არა მონაცემები სხვა პირს, ასევე, თქვენ გაქვთ უფლება, რომ მოითხოვოთ მონაცემთა გაცნობა, ასლების მიღება, მათი გასწორება, განახლება, შევსება, წაშლა, განადგურება, გადატანა ან დაბლოკვა. ამასთან, თქვენ გაქვთ უფლება, რომ ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე და მოითხოვოთ აღნიშნული პროცესის შეწყვეტა.

გაცნობებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ მიმართოთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევის" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, ელენე მჭედლიშვილს (ტელ: 599393322; ელ.ფოსტა: emchedlishvili@newvision.ge).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია