|
დასახელება:
ინჟინერ-კონსტრუქტორი
|
| მომწოდებელი:
ელთიბი
|
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
"LTB LLC" არის კომპანია, რომელსაც აქვს 21-წლიან გამოცდილება ავეჯის წარმოების სფეროში და დღეს აქტიურად ავითარებს ახალ მიმართულებებს — თანამედროვე ავეჯისა და სამზარეულო სისტემების წარმოებას, განსაკუთრებული ფოკუსით მასშტაბურ პროექტებზე, სტანდარტიზებულ წარმოებასა და საექსპორტო ბაზრებზე.
კომპანია ეძებს ავეჯის ინჟინერ-კონსტრუქტორს, რომელიც გახდება ჩვენი განვითარების ახალი ეტაპის მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩაერთვება თანამედროვე ავეჯის სისტემების ფორმირებაში — კონცეფციიდან სერიულ წარმოებამდე.
ძირითადი როლი:
** ავეჯის კონსტრუქციული გადაწყვეტილებების განვითარებაში მონაწილეობა
** პროდუქციის სისტემატიზაცია და წარმოებისთვის ოპტიმიზაცია
** თანამშრომლობა წარმოების, ტექნოლოგიისა და მენეჯმენტის გუნდებთან
** თანამედროვე ავეჯის ტექნიკური და ფუნქციური გადაწყვეტილებების დანერგვაში მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება ავეჯის კონსტრუქციის ან წარმოების სფეროში
** ტექნიკური აზროვნება და სისტემური ხედვა
** სურვილი იმუშაოს ახალი მიმართულებების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პროფესიული ზრდის მოტივაცია
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას ახალი წარმოებითი მიმართულებების ფარგლებში
** მონაწილეობას კომპანიის სტრატეგიულ გაფართოებასა და მომავალ განვითარებაში
** გრძელვადიან და სტაბილურ თანამშრომლობას;
მოგვაწოდეთ, თქვენი რეზიუმე (CV) vacancy@ltb.ge.
სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "ავეჯის ინჟინერ-კონსტრუქტორი".
|
|
|
|