Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696044&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: გაბრიაძის თეატრი
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 01 თებერვალი
გაბრიაძის თეატრი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე.

ბუღალტერი პასუხისმგებელი იქნება ორგანიზაციის ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საბიუჯეტო რეგულაციების შესაბამისად.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
ყოველთვიური ანაზღაურება: დარიცხული 1375 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბიუჯეტო ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ოპერაციების აღრიცხვა;
** შიდა ფინანსური კონტროლის უზრუნველყოფა;
** ფინანსური დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება.
** ეკონომიკური მოვლენების შესახებ პირველადი დოკუმენტების დროული და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმება;
** სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა (პირველადი დოკუმენტების, ინვოისების, საგადახდო მოთხოვნების, ვალდებულებების, კონვერტაციების მომზადება);
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და შედეგების ასახვა;
** სახელმწიფო შესყიდვების სამსახურთან ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე ინფორმაციის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საჯარო სექტორში ბუღალტერიის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით (სერტიფიკატი)
** საქართველოს საბიუჯეტო და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ხაზინისა და საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია ORIS);
** Excel-ის კარგი ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება, სიზუსტე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: gabriadzetheatre@yahoo.com 2026 წლის 1 თებერვლამდე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმეს მითითებულ ელ ფოსტაზე გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას ან/და დამუშავდეს. შეგროვებული პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ხორციელდება მათი გადაცემა მესამე პირებისათვის, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია