Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696042&print=yes&view=jobs
 
სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: გაბრიაძის თეატრი
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 01 თებერვალი
"გაბრიაძის თეატრი" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
ყოველთვიური ანაზღაურება: დარიცხული 1375 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესყიდვების გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და ხელშეკრულების მომზადება;
** გაფორმებული ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;
** ხელშეკრულების შესრულების ვადების კონტროლი;
** მიმწოდებლებთან კომუნიკაცია შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის ატვირთვა
** შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
** სატენდერო პროცედურების უზრუნველყოფა;
** ბაზრის კვლევა;
** სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა საქმიანობების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საჯარო შესყიდვების შესახებ" კანონის და კანონქვემდებარე აქტების ცოდნა;
** სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
სავალდებულოა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სერტიფიკატი - სასწავლო მოდული "სახელმწიფო
** შესყიდვების კურსი".

პიროვნული თვისებები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: gabriadzetheatre@yahoo.com 2026 წლის 1 თებერვლამდე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმეს მითითებულ ელ ფოსტაზე გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას ან/და დამუშავდეს. შეგროვებული პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ხორციელდება მათი გადაცემა მესამე პირებისათვის, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია