Робота для біженців з України
რეგიონალურ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონალურ მენეჯერი
მომწოდებელი: One Point
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი საცალო ქსელური კომპანიისთვის ეძებს რეგიონალურ მენეჯერს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებაში არსებული მაღაზიების ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და მონიტორინგი;
** მაღაზიაში რეგულარული ვიზიტები. კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების და საოპერაციო პროცედურების აღსრულების მონიტორინგი;
** სამუშაო პროცესებზე დაკვირვება და პროცესების გაუმჯობესების გზების ინიცირება. საჭიროების შემთხვევაში ახალი სამუშაო პროცესების, ან სხვა სიახლეების დანერგვის უზრუნველყოფა მაღაზიებში;
** თვის ჭრილში გაყიდვების გეგმის, მარაგების, ინვენტარიზაციის შედეგების და სხვა საჭირო ანგარიშების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა;
** მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული საჩივრების რეგულარული ანალიზი, პრობლემის მოგვარების გზების ინიცირება;
** ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნისთვის საჭირო პროცესების აღსრულება დადგენილი წესის შესაბამისად;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან რეგულარული შეხვედრების ჩატარება და შესრულებულ სამუშაოზე უკუკავშირის მიწოდება;
** დაქვემდებარებული სავაჭრო ობიექტების ხარჯის ლიმიტების მონიტორინგი და მის მინიმიზაციაზე ზრუნვა-მუშაობა.
** ახალი თანამშრომლების შერჩევისა და გადამზადების პროცესის მართვა;
** ახალი თანამშრომლების სტაჟირების პროცესის მონიტორინგი;
** თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** მაღაზიის მენეჯერების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა და მართვის მოწმობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00 სთ.

დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარე რეზიუმე მეილზე - hr@onepoint.ge

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშავოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე