|
დასახელება:
აგრონომი
|
| მომწოდებელი:
აგრო კომპანია ბარაქა
|
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
კომპანია "ბარაქა" არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, სფეროში ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს 10 ქსელურ აგრომაღაზიასა, ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.
გვიხილეთ:
Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia
Youtube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A
ან ვებ-გვერდზე https://baraka.ge/
"ბარაქაში" ვაცხადებთ ვაკანსიას - აგრონომის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საქართველოში აგრო ბაზრის ანალიზი და მონიტორინგი;
** პარტნიორ ფერმერებთან ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, შემდგომში შენარჩუნება და განვითარება;
** ფერმერულ მეურნეობებში დაკვირვებების წარმოება, ყველა დეტალის კონტროლი და რეპორტის სახით ანალიზის გაკეთება;
** კვლევების დაგეგმარებაში და ჩატარებაში აქტიური მონაწილეობის მიღება, მათ შორის სადემონსტრაციო ნაკვეთებზე;
** სამიზნე მეურნეობებში გამოყენებული სხვადასხვა სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების შედარებების ზედმიწევნით შესრულება, კონტროლი, ანალიზი, შედეგების რეპორტი, როგორც ჩვენი კომპანიის პროდუქციის ასევე სხვა კომპანიების;
** შესრულებული საქმიანობის ანალიზი, აღწერა (რეპორტი) და დეტალური განხილვა კომპანიის სპეციალისტებთან ერთად;
** ფერმერებთან პრაქტიკულ საქმიანობებში ჩართვა: მცენარეთა დაცვის საშუალებების შერჩევა, სასუქების გამოყენებაში აქტიური მონაწილეობა, აგროტექნიკური ღონისძიებების მეთვალყურეობა და მონაწილეობა;
** სარეკლამო და საინფორმაციო ბუკლეტებისთვის მასალების დამზადებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები:
** უმაღლესი განათლება აგრონომიის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
** კომპიუტერულ პროგრამების ცოდნა;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: office@baraka.ge. "Subject" ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება აგრონომი.
შეტყობინება: "ბარაქა" (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ბარაქასთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
"ბარაქა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ბარაქას" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ბარაქას" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://baraka.ge/
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|