|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
ჰუალინგ ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 31 იანვარი
|
"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის "თბილისის ზღის ახალი ქალაქი" გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" -ის ოლიმპიური სოფელი და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზა" არის განთავსებული.
"ჰუალინგ ჯგუფის" წევრი კომპანიისთვის ვეძებთ შრომისმოყვარე და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს ქუთაისში, მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
** ქუთაისის რეგიონის (სულ ექვსი ერთეული: ერთი ხის გადამამუშავებელი ქარხანა და ხუთი მცირე მოცულობის საქმიანობის მქონე კომპანია) და თბილისის რეგიონის (ორი მცირე ერთეული) საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება და წარმოება საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) შესაბამისად.
** ყოველთვიური ფინანსური დახურვის შესრულება და შესაბამისი ანგარიშგებების დროულად მომზადება; მონაცემთა სიზუსტისა და სისრულის უზრუნველყოფა.ყოველთვიური ბიზნეს ანალიზის ანგარიშის მომზადება WORD ფორმატში.
** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა, წლის განმავლობაში მისი გადახედვა და განახლება ფინანსური შედეგების მიხედვით.
** აქტივების პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, მათ შორის სასაწყობე მარაგებისა და ძირითადი საშუალებების შემოწმება.
** ყოველთვიურად საბანკო ამონაწერებისა და ბუღალტრული მონაცემების შედარება.
** დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და მართვა.
** კვარტალური ფინანსური ანგარიშგებებისა და კონსოლიდირებული შედეგების პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა გენერალური დირექტორისა და ფინანსური ხელმძღვანელისათვის.
** წარმოების თვითღირებულების სწორად გაანგარიშება (ხის გადამამუშავებელი ქარხანა).
** სტატისტიკური მონაცემების გადამოწმება, მათ შორის ქარხანაში მიღებული ნედლეულის მოცულობის შედარება საბაჟო დოკუმენტებთან, ასევე წარმოების, შემოსავლისა და მარაგების ურთიერთშედარება.
** კვარტალური ფინანსური ანგარიშგებებისა და შესაბამისი დეტალური ანგარიშების მომზადება და სათაო ოფისში გაგზავნა მათ მიერ განსაზღვრული ფორმატებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
** სხვა დამატებითი დავალებების შესრულება საჭიროების მიხედვით.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფინანსებისა და ბუღალტერიის მიმართულებით);
** IFRS სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (1C ჩაითვლება უპირატესობად)
** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@hualing.ge 31 იანვრის ჩათვლით.
რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურში გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ - "მთავარი ბუღალტერი - ქუთაისი".
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|