Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=696024&print=yes&view=jobs
 
ანაზღაურებადი სტაჟირება აგრონომიის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება აგრონომიის დეპარტამენტში
მომწოდებელი: აგრო კომპანია ბარაქა
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
კომპანია "ბარაქა" არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, სფეროში ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს 10 ქსელურ აგრომაღაზიასა, ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.

გვიხილეთ:

Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia
Youtube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A
ან ვებ-გვერდზე http://www.baraka.ge/

კომპანია "ბარაქა" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აგრონომიის დეპარტამენტში.

სტაჟირება წარმოადგენს რეალურ შესაძლებლობას კომპანიაში დასაქმებისთვის და წარმატებული სტაჟიორი პრიორიტეტულად განიხილება სრულ შტატზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** თეორიული საბაზისო ცოდნა მცენარეთა მოვლის, ნიადაგის, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით;
** აგრონომიული გუნდის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში;
** მონაწილეობა საველე სამუშაოებში (დათვალიერება, დაკვირვება, გაზომვები);
** სასუქებისა და მცენარეთა დაცვის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** ინტერესი პრაქტიკული მუშაობისადმი (საველე სამუშაოები, კვლევები, დაკვირვება)
** მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა;
** აგრონომიული მონაცემების აღრიცხვა და მარტივი ანგარიშების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები:

** უმაღლესი განათლება აგრონომიის მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
** კომპიტერულ პროგრამების ცოდნა;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: 700 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: office@baraka.ge. "Subject" ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ანაზღაურებადი სტაჟირება აგრონომიის დეპარტამენტში.

შეტყობინება: "ბარაქა" (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ბარაქასთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

"ბარაქა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ბარაქას" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ბარაქას" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://baraka.ge/

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია