Робота для біженців з України
უმცროსი ანდერაიტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ანდერაიტერი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ანდერაიტერის პოზიციაზე.

Euroins Insurance Group 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და ამჟამად 13 ქვეყანაში ოპერირებს, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, მაკედონია, უკრაინა, რუსეთი, ბელორუსია, ჩეხეთი და საქართველო.

"ევროინსი" ერთ-ერთი მძლავრი სადაზღვევო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში. "ევროინსში" დაზღვეულია და მას ნდობას უცხადებს 2.5 მილიონი მომხმარებელი.

"ევროინსი" დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ცამეტ ქვეყანაში აზღვევს ადამიანებს და ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო საათები: 09:30-18:30 საათი
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის N24

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სადაზღვევო განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა
** სადაზღვევო რისკების საწყისი შეფასება კომპანიის ანდერაიტინგის პოლიტიკის შესაბამისად
** სადაზღვევო პირობების, ტარიფებისა და შეზღუდვების განსაზღვრაში მონაწილეობა
** მონაცემების შეყვანა და განახლება სადაზღვევო სისტემებში
** უფროსი ანდერაიტერის მხარდაჭერა პოლისების დამტკიცების პროცესში
** კომუნიკაცია გაყიდვების, ზარალის და სხვა შესაბამის დეპარტამენტებთან
** რეგულაციებისა და შიდა სტანდარტების დაცვა
** სტანდარტული სადაზღვევო პროდუქტების პირობების შემუშავებაში მონაწილეობა
** სტანდარტული სადაზღვევო პროდუქტების შესაბამისი სადაზღვევო ხელშეკრულების (ხელშეკრულება/პოლისი) მომზადებაში თანამონაწილეობა
** გადამზღვეველ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება
** გადაზღვევის ბორდერის წარმოება და გადამზღვეველი ორგანიზაციისთვის მიწოდება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნესის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება სასურველია სადაზღვევო სფეროში;
** MS Excel-ის ცოდნა;
** ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 22 თებერვლამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე

ელექტრონულ მისამართზე: hr@euroins.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "უმცროსი ანდერაიტერი".

სადაზღვევო კომპანია "ევროინსში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ევროინსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე