Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695979&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აითი თექ
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
IT Tech არის მოწინავე IT ინტეგრატორი საქართველოში, რომელიც კომპანიებს სთავაზობს IT ინფრასტრუქტურას და წარმატებით ეხმარება ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიან დანერგვასა და განვითარებაში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://ittech.ge/about-us/

შპს "აითი თექ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი N115გ.
კომპანია გთავაზობთ:

სამუშაო გრაფიკი - 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
ანაზღაურება - 1500 - 1800 ლარი (+ ბონუსი 6 თვის შემდეგ);
ჯანმრთელობის დაზღვევა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან საჭიროებების ანალიზი და შეთავაზებების მომზადება;
** მომხმარებელთა ბაზის მართვა Bitrix-ში და ანგარიშგების მომზადება;
** "თბილ" და "ცივ" კონტაქტების ბაზასთან მუშაობა;
** შიდა და გარე დისტრიბუციასთან კონტაქტი და პროდუქტის მიწოდების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
** MS Office, 1C და Bitrix სისტემების ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@ittech.ge

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია