Робота для біженців з України
სასტუმროს ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Old Meidan Tbilisi By Urban Hotels
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
"ძველი მეიდანი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი სამღებროს ქუჩა 9/11
სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათი
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუს სისტემა.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და ნომრებში განთავსება
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და გარემოს შესახებ
** ჯავშნების დამუშავება სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტისა და ონლაინ სისტემების მეშვეობით
** გადახდების მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
** სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია სტუმრების მოთხოვნების დროულად დაკმაყოფილების მიზნით
** კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანი და პროფესიონალური გადაწყვეტა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა, სისწრაფე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
რას გთავაზობთ:
** კომფორტული სამუშაო გარემო
** მეგობრული გუნდი
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** სტაბილური ანაზღაურება და დანამატები.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: urbanoldmeidan@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე