|
დასახელება:
საბაგიროს დასუფთავების თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
Georgian Eco Transport
|
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი - საბაგირო ზენა აცხადებს ვაკანსიას საბაგიროს დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** საბაგირო გზის მუშაობის დაწყებამდე საბაგირო სადგურების ტერიტორიის დასუფთავება და მათ ესთეტიურ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა ცვლის განმავლობაში;
** ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ან/და დასრულების შემდგომ დალაგება/დასუფთავების სამუშაოების განხორციელება;
** პასუხისმგებელია მის მოხმარებაში არსებულ სამსახურის ძირითად საშუალებებსა და მატერიალურ - ტექნიკურ ფასეულობებზე ცვლის განმავლობაში;
** შრომის დაცვის და უსაფრთხოების წესების, საწარმოო სანიტარულ - ჰიგიენური ნორმებისა და მოთხოვნების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის ცოდნა;
** არ ჰქონდეს სიმაღლის შიში
პიროვნული თვისებები:
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კომუნიკაციის კარგი უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2026 წლის 22 თებერვლისა.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|