Робота для біженців з України
ფილიალის დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის დიასახლისი
მომწოდებელი: გრინ სთორ
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
კომპანია "გრინ სთორ"-ი გიწვევთ ფილიალის დიასახლისის პოზიციაზე.

"გრინ სთორ"-ი გახლავთ ტექნიკის მაღაზიათა ქსელი. (ძველი მეტრომარტი) კომპანია 2012 წლის დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "გრინ სთორ"-ის მიზანია მომხმარებელს წარუდგინოს ფართო არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

გსურს სამუშაო მზარდ კომპანიაში? შემოგვიერთდი ჩვენს გუნდს!
მდებარეობა: ქ.თბილისი სადგურის მოედანი N2 (ვაგზლის მოედანი)

სამუშაო გრაფიკი ცვლაში:

ერთი დღე - 10:00-18:00
მეორე დღე - 13:00-21:00
შესვენება ერთი საათი ორივე ცვლის შესაბამისად.
დასვენების დღეები შეთანხმებით მეორე დიასახლისთან კვირაში ორი დღე
ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები), ხელფასი გაიცემა როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით მომდევნო თვის დასაწყისში

მოვალეობები:

** ფილიალის სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი უზრუნველყოფა
** სავაჭრო სივრცის, სველი წერტილების რეგულარული დასუფთავება
** სისუფთავის სტანდარტების მკაცრი დაცვა
** სამუშაო პროცესში სისუფთავეზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი მიდგომა
** ინვენტარის სწორად გამოყენება და მოვლა, ასევე საწმენდი საშუალებების სწორად გამოყენება.

გთავაზობთ:

** 20%-იან ფასდაკლების ბარათს კვებისთვის;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** შეღავათებს კომპანიის პროდუქციაზე

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@metromart.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დიასახლისი".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების, ასევე შერჩევის ეტაპზე, და შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

კომპანია "გრინ სთორი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე