Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695942&print=yes&view=jobs
 
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: გრინ სთორ
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
კომპანია "გრინ სთორ"-ი გიწვევთ მოლარის პოზიციაზე.

"გრინ სთორ"-ი გახლავთ ტექნიკის მაღაზიათა ქსელი (ძველი მეტრომარტი) კომპანია 2012 წლის დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "გრინ სთორ"-ის მიზანია მომხმარებელს წარუდგინოს ფართო არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

გსურს სამუშაო მზარდ კომპანიაში? შემოგვიერთდი ჩვენს გუნდს!

მდებარეობა: ქ.თბილისი სადგურის მოედანი N2 (ვაგზლის მოედანი)

სამუშაო გრაფიკი ცვლაში:

ერთი დღე - 10:00-19:00
მეორე დღე - 12:00-21:00

შესვენება ერთი საათი, დასვენება კვირაში, ორი დღე.
ანაზღაურება: 850 ლარიდან + ეფექტური საბონუსე სისტემა (ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ).

ძირითადი მოვალეობები:

** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების განხორციელება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** მომხმარებლისათვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სისწრაფე და ყურადღება დეტალების მიმართ
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (1C პროგრამაში მუშაობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** 20%-იან ფასდაკლების ბარათს კვებისთვის;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** შეღავათებს კომპანიის პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@metromart.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების, ასევე შერჩევის ეტაპზე, და შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

კომპანია "გრინ სთორი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია