Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695889&print=yes&view=jobs
 
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
"ალტა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ფინანსური ანალიტიკოსი, ქალაქში - თბილისი.

"ალტა" არის ლიდერი კომპანია საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ა.ბელიაშვილის 104

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური უწყისების მომზადება IFRS სტანდარტის მიხედვით;
** საბიუჯეტო და სტრატეგიული ფინანსური გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** ფინანსური მდგომარეობის მუდმივი ანალიზი და შედარება ბიუჯეტთან;
** ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის მოკლევადიანი პროგნოზის შექმნა და კონტროლი;
** ხარჯების აღრიცხვის კონტროლი და ანგარიშგება;
** მარაგების ბრუნვადობის, შესყიდვების ციკლის ანალიზი და კონტროლი;
** ძირითადი ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი;
** დებიტორული და კრედიტორული ანგარიშების კონტროლი;
** ფინანსური მოდელირება და დეტალური გათვლები;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება;
** ზუსტი და დროული რეპორტების წარდგენის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე ან ფინანსური მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია IFRS სტანდარტების ცოდნა;
** MS Office, Excel მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/0cjTJSHc
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია