|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
momitane.ge
|
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
ონლაინ მაღაზია "MoMitane.ge" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე 10:00 - 18:00
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი
** ხელფასი: 1200 ლარი
კომპანია ეძებს ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ონლაინ შეკვეთების მიღება და მათი მართვა
** მომხმარებელთან კომუნიკაცია
** RS.ge ვებ-პორტალზე ზედნადებების ატვირთვა
** ყოველდღიური დავალებების მონიტორინგი და კონტროლი
** მნიშვნელოვანი საკითხების, ჩანიშნული დედლაინების კონტროლი
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია
** საოფისე პროგრამების Excel, Word ცოდნა
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ოპერატიულობა
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** დროის მართვის უნარი.
კომფორტული სამუშაო გარემო პროფესიონალურ გუნდში.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: simulatorsshopcontact@gmail.com
|
|
|
|