Робота для біженців з України
Android დეველოპერი - Middle+ / Senior
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Android დეველოპერი - Middle+ / Senior
მომწოდებელი: კასატრეიდი
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
შემოუერთდი "კასატრეიდის" გუნდს - შექმენი ტექნოლოგიური მომავალი!

ვაკანსია: Android დეველოპერი (Middle+/Senior)
ლოკაცია: თბილისი, ოფისიდან
გრაფიკი: სრული განაკვეთი, მოქნილი სამუშაო საათები

"კასატრეიდი" არ არის მხოლოდ კომპანია - ჩვენ ვართ ტექნოლოგიური ლიდერები GPS მონიტორინგის, პარკინგის მართვისა და გადახდის სისტემების სფეროში. ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი გადაწყვეტილებებით ყოველდღიურად სარგებლობენ ქვეყნის უმსხვილესი ბიზნესები.

ჩვენთან დაგხვდება გარემო, სადაც ინოვაცია ყოველდღიურობაა, ხოლო შენი იდეები - რეალური პროდუქტის საფუძველი.

კასატრეიდი" საუკეთესო ადგილია, სადაც შეგიძლიათ განვითარდეთ კარიერულად და პროფესიონალებად ჩამოყალიბდეთ ჩვენს გუნდთან ერთად. თუ თქვენ უკვე ხართ პროფესიონალი, მაშინ მოგეცემათ უნიკალური შანსი მოახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია.

რატომ "კასატრეიდი"?

** შექმენი "Made in Georgia" პროდუქტი: გახდი იმ გუნდის წევრი, რომელიც ქმნის მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვის.
** ტექნოლოგიური მრავალფეროვნება: ჩვენთან გექნება უნიკალური შანსი იმუშაო როგორც სოფტ, ასევე ჰარდ სისტემებთან (STM, Atmega, Raspberry).
** პროფესიული განვითარება: თუ დამწყები ხარ, ჩვენთან პროფესიონალად ჩამოყალიბდები; თუ უკვე ექსპერტი ხარ - მოგცემთ სრულ თავისუფლებას შენი პოტენციალის რეალიზებისთვის.
** მასშტაბური გამოცდილება: მიიღებ ფასდაუდებელ ცოდნას დიდ მონაცემთა ბაზებთან (Big Data) მუშაობის პროცესში.
** დაინახე შენი მუშაობის შედეგი: შენ შექმნი სისტემებს, რომლებიც ცვლის ადამიანების ცხოვრებას და რომლებსაც შენი მეგობრებიც კი გამოიყენებენ.

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ Android დეველოპერს ჩვენი მობილური აპპ-ების განვითარებისთვის. თქვენ იმუშავებთ აპლიკაციებზე, რომლებიც დაკავშირებულები არიან GPS ტრეკერებთან, საგადახდო სისტემებთან და IoT სენსორებთან. ეს პოზიცია მოითხოვს Android OS-ის ღრმა ცოდნას — არა მხოლოდ UI/UX ნაწილის, არამედ Background სერვისების, Hardware-თან კავშირისა და მონაცემთა ლოკალური შენახვის პრინციპების გაგებას.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღალეფექტური Android აპლიკაციების დაპროექტება და შემუშავება.
** მოწყობილობებთან ურთიერთქმედების იმპლემენტაცია Bluetooth, NFC და USB ინტერფეისების მეშვეობით.
** მუშაობა Background სერვისებსა და რეალურ დროში მონაცემთა დამუშავებაზე (GPS მონიტორინგი).
** აპლიკაციების წარმადობის, ხარისხისა და მდგრადობის უზრუნველყოფა.
** ბექენდ გუნდთან (Java/PHP) თანამშრომლობა API-ების დაპროექტების პროცესში.
** კოდის ხარისხის კონტროლი Unit ტესტირებისა და Code Review-ს მეშვეობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი (Middle+) Android დეველოპმენტის მიმართულებით.
** ენები: Kotlin-ის მაღალ დონეზე ფლობა და Java-ს კარგი ცოდნა.
** Android SDK: Android Architecture Components (MVVM/MVI), Jetpack და Coroutines-ის ღრმა ცოდნა.
** Persistence: Room, SQLite ან სხვა ლოკალურ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.
** ქსელი და უსაფრთხოება: RESTful API, WebSockets და მონაცემთა უსაფრთხო დამუშავება.
** Hardware: Bluetooth/BLE, NFC ან გარე მოწყობილობებთან ინტეგრაციის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
** UI/UX დიზაინერთან კოლაბორაციის გამოცდილება
** ინსტრუმენტები: Git, CI/CD და Gradle-ის ფლობა.

სასურველია (ჩაითვლება პლუსად):

** Jetpack Compose-თან მუშაობის გამოცდილება.
** C/C++ (NDK) ცოდნა სისტემურ დონეზე ინტერაქციისთვის.
** Google Maps API და ლოკაციური სერვისების ოპტიმიზაციის გამოცდილება.

რას გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კონკურენტული ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით;
** მენტორშიფი და ზრდა: შესაძლებლობა მართოთ მობილური მიმართულება და ჩამოყალიბდეთ გუნდის ლიდერად;
** მოქნილი გრაფიკი და კომფორტული სამუშაო გარემო;
** სტაბილურობა: მუშაობა გრძელვადიან და განვითარებად პროდუქტზე.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: job@casatrade.ge P.S. გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ "subject"-ში "Senior/Middle Android Developer".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე