Робота для біженців з України
FINA-ს ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: FINA-ს ოპერატორი
მომწოდებელი: მარგიო
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
კომპანია "მარგიო" აცხადებს ვაკანსიას FINA-ს ოპერატორის პოზიციაზე.

** თბილისი, გორის ქუჩა N32-ის მიმდებარედ.
** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ
** ანაზღაურება: 1000 ლარი (გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე - ანაზღაურებადი)

კომპანიის შესახებ:

მრავალპროფილური ხელსახოცების და მაგიდის ტილოების მწარმოებელი კომპანია "მარგიო" 2004 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე. დღეს კომპანია წარმოდგენილია ქვეყნის წამყვან სავაჭრო ქსელებსა და პარტნიორ მაღაზიებში.

"მარგიო"-ს პროდუქტებით სარგებლობს ათასობით მომხმარებელი და ასობით კომპანია. ბრენდს ენდობიან როგორც მსხვილი რითეილერები, ასევე მცირე ბიზნესები, რომელთაც სურთ თავიანთ მომხმარებლებს შესთავაზონ ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქცია.

ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოტივირებულ კანდიდატს FINA-ს ოპერატორთა გუნდში დასამატებლად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების გამოწერა პროგრამაში და RS-ზე აქტივაცია;
** ზედნადებების მომზადება, ამობეჭდვა და დალაგება/დახარისხება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტაცია;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ განვითარებას;
** მეგობრულ გუნდს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: margiotrade@gmail.com და Subject ველში მიუთითეთ: FINA-ს ოპერატორი ან დაგვიკავშირდით ნომერზე 574 88 02 35.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე