Робота для біженців з України
შიდა აუდიტისა და რისკების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა აუდიტისა და რისკების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ავტოტექნო
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.

კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
"ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2025 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 50%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.

"ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ გამოცდილ და სტრატეგიულად მოაზროვნე პროფესიონალებს!

პოზიციის დასახელება: შიდა აუდიტისა და რისკების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
ანაზღაურება: 4000 ლარი NET
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
გრაფიკი: ჰიბრიდული

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
** ტრანსპორტირების დაფინანსებას;
** თანამშრომლის საპენსიოს შენატანის დაფარვას კომპანიის მხრიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
** სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგების დაფინანსებას, მუდმივი განვითარებისთვის;
** მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
** 24 + 4 საშვებულებო დღეს;
** შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შიდა აუდიტის წლიური და კვარტალური გეგმების შემუშავება რისკებზე დაფუძნებული მიდგომით;
** ფინანსური და ოპერაციული აუდიტების ჩატარება (შესყიდვები, საწყობი, ავტოსერვისი, მომსახურების პროცესები და სხვა);
** შიდა კონტროლის სისტემების შეფასება და მათი ეფექტიანობის ანალიზი;
** კომპანიის ოპერაციულ საქმიანობაში არსებული რისკების იდენტიფიკაცია, შეფასება და კლასიფიკაცია;
** აუდიტის შედეგად პრევენციული რეკომენდაციების შემუშავება;
** შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებასა და განახლებაში მონაწილეობა;
** აუდიტის შედეგებზე დაფუძნებული ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისთვის;
** ISO 19011-ის, COSO Framework-ისა და შიდა პოლიტიკების შესაბამისობის მონიტორინგი;
** აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და განმეორებითი შემოწმებების განხორციელება;
** ბიზნეს პროცესების ანალიზში მონაწილეობა და გაუმჯობესების ინიციირება;
** გამოვლენილი რისკებისა და დარღვევების დროული კომუნიკაცია ხელმძღვანელობასთან;
** მონაცემთა ანალიზი, ტენდენციების გამოვლენა და რისკების პროგნოზირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსები, ეკონომიკა, აუდიტი, ბიზნესი ან მონათესავე სფერო);
** შიდა ან გარე აუდიტის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** შიდა კონტროლისა და რისკების მართვის სისტემების ცოდნა;
** ISO 19011-ისა და COSO Framework-ის ზოგადი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word);
** ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** რისკებზე დაფუძნებული შეფასების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება და ობიექტურობა;
** ეფექტიანი კომუნიკაციისა და ანგარიშგების უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

კონკურსის ეტაპები:

** გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
** გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
** სატესტო კვირა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "შიდა აუდიტისა და რისკების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე