Робота для біженців з України
კონტაქტ ცენტრის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტაქტ ცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: ავტოტექნო
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.

კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
"ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2025 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 50%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.

"ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ გამოცდილ და სტრატეგიულად მოაზროვნე პროფესიონალებს!

პოზიციის დასახელება: კონტაქტ ცენტრის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
ანაზღაურება: 1500 ლარი NET
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
გრაფიკი: ჰიბრიდული

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
** ტრანსპორტირების დაფინანსებას;
** თანამშრომლის საპენსიოს შენატანის დაფარვას კომპანიის მხრიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
** სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგების დაფინანსებას, მუდმივი განვითარებისთვის;
** მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
** 24 + 4 საშვებულებო დღეს;
** შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კონტაქტ ცენტრის ოპერაციული პროცესების სრული მართვა (შემომავალი/გამავალი ზარები, ჩატები, ელფოსტა, სოციალური მედია);
** სატელეფონო და ციფრული კომუნიკაციების ხარისხის კონტროლი ყველა არხზე;
** მომხმარებელთა მოთხოვნებისa და საკითხებისა გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტებთან და პროცესის მონიტორინგი დასრულებამდე;
** ციფრული მოთხოვნების დროული მართვა და შესაბამის მენეჯერებთან გადაცემა;
** საპასუხო სტანდარტების (ტონი, ფორმატი, ვადები) შემუშავება და კონტროლი;
** კონტაქტ ცენტრის ოპერატორების onboarding, ტრენინგი, განვითარება და ყოველდღიური ხელმძღვანელობა;
** საკომუნიკაციო სკრიპტების, პროცედურებისა და პროტოკოლების შექმნა და დანერგვა;
** მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება, ანალიზი და ძირითადი ტრენდების იდენტიფიცირება;
** მომხმარებელთა მოთხოვნების კატეგორიზაცია და სწორი ასახვა CRM სისტემაში;
** პრობლემური საკითხებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ინიციატივების წარდგენა;
** მომხმარებლის ისტორიისა და სტატუსების განახლება CRM-ში გაყიდვებისა და სერვისის ეფექტიანი მუშაობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესი, მენეჯმენტი ან მონათესავე სფერო);
** კონტაქტ ცენტრის ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ძლიერი საკომუნიკაციო და ორგანიზაციული უნარები;
** პროცესებზე და მომხმარებელზე ორიენტირებული აზროვნება;
** ხარისხის კონტროლისა და პრობლემების მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირება.

კონკურსის ეტაპები:

** გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
** გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
** სატესტო კვირა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კონტაქტ ცენტრის მენეჯერი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე