Робота для біженців з України
ბიზნეს პროცესების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს პროცესების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ავტოტექნო
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.

კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
"ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2025 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 50%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.

"ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ გამოცდილ და სტრატეგიულად მოაზროვნე პროფესიონალებს!

პოზიციის დასახელება: ბიზნეს პროცესების მართვის სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
ანაზღაურება: 1800 ლარი NET
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
გრაფიკი: ჰიბრიდული

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
** ტრანსპორტირების დაფინანსებას;
** თანამშრომლის საპენსიოს შენატანის დაფარვას კომპანიის მხრიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
** სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგების დაფინანსებას, მუდმივი განვითარებისთვის;
** მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
** 24 + 4 საშვებულებო დღეს;
** შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიზნეს პროცესების რუკების შემუშავება და პროცესთა სრული არქიტექტურის აღწერა;
** პროცესის თითოეული ეტაპის, პასუხისმგებელი პირებისა და კონტროლ პუნქტების განსაზღვრა;
** პროცესების შესრულების მონიტორინგი, კონტროლი და ჩექლისტების მართვა;
** არსებული პროცესების ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება;
** ოპერაციული და სტრუქტურული ცვლილებების დაგეგმვა, კოორდინაცია და მხარდაჭერა;
** ფოკუს ჯგუფებისა და ვორქშოპების ორგანიზება პროცესების გაუმჯობესების მიზნით;
** ბიზნეს პროცესების ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** დიჯიტალიზაციისა და ავტომატიზაციის პროექტებში მონაწილეობა და მხარდაჭერა;
** შიდა დოკუმენტაციის (პოლიტიკები, პროცედურები, ინსტრუქციები) შემუშავება და სტანდარტიზაცია;
** არსებული შიდა დოკუმენტაციის პერიოდული გადახედვა, განახლება და შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** დანერგილი ცვლილებების მონიტორინგი და შედეგების შეფასება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესი, მენეჯმენტი, ეკონომიკა ან მონათესავე სფერო);
** ბიზნეს პროცესების მართვის ან ოპერაციული გაუმჯობესების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** პროცესების რუკების შექმნისა და შიდა დოკუმენტაციის შემუშავების გამოცდილება;
** პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word);
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და პროცესებზე ორიენტირებული აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული და სტრუქტურირებული მუშაობის უნარი;
** ცვლილებების მართვისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და გადაწყვეტის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

** გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
** გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
** სატესტო კვირა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ბიზნეს პროცესების მართვის სპეციალისტი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე