Робота для біженців з України
მარკეტინგის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: C-Team Management Consulting
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია C-Team Management Consulting, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებაში, ინოვაციური მართვის სისტემების დანერგვასა და ბიზნეს პროცესების ეფექტიან მართვაში პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს მარკეტინგის ხელმძღვანელს.

პარტნიორი კომპანია არის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო პროდუქციის რეალიზატორი საქართველოში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 - 18:00 სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული 4, 000 ₾ და 1, 000 ₾ საბონუსე კალათა

პოზიციის მიზანი:

** ბრენდის ცნობადობის ზრდა და პოზიტიური იმიჯის შენარჩუნება ეფექტიანი მარკეტინგული და ციფრული სტრატეგიების შემუშავებითა და განხორციელებით.
** ბაზარზე სწორი პოზიციონირება და მომხმარებელთა ლოიალობის გაზრდა წარმატებული კამპანიების დაგეგმვისა და ბაზრის კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებით.
** ბაზრის წილის ზრდა და ROI-ზე დამყარებული აქტივობების უზრუნველყოფა კომერციის მხარდაჭერისა და ინიციატივების გათვალისწინებით.

ფუნქციები:

** მარკეტინგისა და ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება;
** ბრენდის განვითარების სტრატეგიისა და PR კალენდრის დაგეგმვა;
** მარკეტინგული აქტივობების (ტრადიციული და ციფრული არხები) დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** მედია და პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა;
** ახალი ფილიალების გახსნისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება;
** ბაზრის კვლევები: სეგმენტაცია, მომხმარებლის ქცევის ანალიზი, კონკურენტებისა და ფასების პერიოდული კვლევა;
** საკომუნიკაციო მასალების დამზადების პროცესის მართვა (ბრიფები, დიზაინი, სააგენტოებთან კოორდინაცია);
** ფოტო/ვიდეო გადაღებების ორგანიზება;
** მარკეტინგის ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
** გუნდის მართვა: დავალებების გადანაწილება, შესრულების მონიტორინგი და თანამშრომლების განვითარება;
** ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებული ფორმატით;
** პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება;

ძირითადი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** კრეატიული და შედეგზე ორიენტირებული ხედვა;
** პროაქტიულობა და თავდაჯერებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

ძირითადი მოთხოვნები:

** 3+ წლიანი გამოცდილება მარკეტინგში, სასურველია სამედიცინო ან რითეილ სფეროში.
** წარმატებული კამპანიების დაგეგმვისა და შესრულების გამოცდილება.
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების (Google Ads, Facebook Business Manager, CRM, ანალიტიკური Dashboard-ები) მაღალ დონეზე ცოდნა.
** შესანიშნავი წერითი და მეტყველებითი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@c-team.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - მარკეტინგის ხელმძღვანელი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე