|
დასახელება:
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 24 თებერვალი
|
2026 წლის 20 იანვრიდან "აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის სკოლაში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისა და მეცნიერ-თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:
ა) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
ბ) სამედიცინო კლინიკური მეცნიერებები;
გ) ჯანდაცვის მეცნიერებები;
დ) გამოყენებითი მეცნიერებები;
ე) სოციალური მეცნიერებები.
სულ 5 (ხუთი) საშტატო ერთეული:
** უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი - 2 (ორი) საშტატო ერთეული
** მეცნიერ-თანამშრომელი - 3 (სამი) საშტატო ერთეული
საკონკურსო პირობები:
უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად 3 (სამი) წლის ვადით შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ასევე რეცენზირებულ ჟურნალში ბოლო 3 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს არანაკლებ ერთი სამეცნიერო ნაშრომი.
მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად 3 (სამი) წლის ვადით შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
დოკუმენტაციის წარდგენა:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) CV (რეზიუმე), სადაც მითითებული იქნება გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ)შესაბამისი სამეცნიერო, დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხოეთში მიღებული აკადემიური ხარისხის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე);
ე)გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა, რომელიმე პუბლიკაციის ასლი კანდიდატის შერჩევით);
ვ)შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ" და ცნობა "უფლების ჩამორთმევის შესახებ" (წინამდებარე პუნქტში მოხსენიებული ცნობების წარდგენა სავალდებულოა კონკურსის მეორე ეტაპზე გადასავლის შემთხვევაში).
შერჩევის პროცესი:
ა) საკონკურსო დოკუმენტების მიიღება: 2026 წლის 23-24 თებერვალი;
ბ) საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შესწავლა-პირველადი შეფასება: 2026 წლის 25-26 თებერვალი;
გ) დოკუმენტაციის შედეგად შერჩეულ კონკურსანტებთან გასაუბრება: 2026 წლის 27 თებერვალი;
დ) კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 28 თებერვალი;
ე) საჩივრების მიღება: 2026 წლის 2 მარტი;
ვ) საჩივრების განხილვა: 2026 წლის 4 მარტი;
ზ) საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: 2026 წლის 5 მარტი.
განაცხადების მიღება:
განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია ელ-ფოსტაზე: HR@eastwest.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.
დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიმართონ "აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის" ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურს, მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. 68ბ.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - https://eastwest.edu.ge.
ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, უნივერსიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას შეინახოს და დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, შემდგომი დასაქმების შეთავაზებებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.
|
|
|
|