Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695789&print=yes&view=jobs
 
სერვის-ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის-ინჟინერი
მომწოდებელი: ბრედფილდი
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას სერვის-ინჟინრის პოზიციაზე, რომელიც ექვემდებარება ინჟინერს და მართავს გუნდს (4 თანამშრომელი : ელექტრიკოსები და მექანიკოსები), მონაწილეობს როგორც ტექნიკურ, ისე დეპარტამენტის ადმინისტრაციულ პროცესებში.

სამუშაო პირობები:

სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
საწარმოს მდებარეობა: ლილო, ლოჭინის ხევი

ბენეფიტები:

** ყოველთვიური საწვავის ლიმიტი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი
** შესრულებული სამუშაოს შეფასებისა სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა
** Fit pass

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური მიმართულება
** წარმოების და შენობის მომსახურე დანადგარების, მათი დამხმარე სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ინჟინერთან ერთად
** სათადარიგო ნაწილების ნაშთების კონტროლი

ადმინისტრირება და დოკუმენტაცია:

** ტექნიკური თანამშრომლების სამუშაო განრიგის და შვებულებების დაგეგმვა
** დეპარტამენტში არსებული დოკუმენტაციის შევსება და მონიტორინგი
** ERP სისტემაში, ტექნიკურ შესყიდვებთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის განხორციელება

გუნდის მართვა:

** გუნდის წევრებისთვის ყოველდღიური სამუშაოების გადანაწილება
** მათ მიერ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი
** მონაწილეობა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აუდიტთან დაკავშირებულ პროცესებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ელექტრონული, მექანიკური ან/და ავტომატიზაციის ინჟინერიის განხრით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** მცირერიცხოვანი გუნდის მართვის გამოცდილება
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: vacancyibh@ibh.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია