|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ნიუ ვიჟენი
|
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 თებერვალი
|
"ნიუ ვიჟენი" არის სამშენებლო-სატრანსპორტო კომპანია, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია სამშენებლო ბაზარზეა წარმოდგენილი, კომპანია ასრულებს მიწის და კლდის მოჭრა-გატანის სამუშაოებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ინდივიდუალური/ჯგუფური გაყიდვების გეგმების შესრულება;
** არსებული ბაზის ფლობა: სამშენებლო კომპანიების (აუცილებელი მოთხოვნა)
** კლიენტების ბაზების მუდმივი გაფართოება;
** გეგმების შესრულების მიზნით პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და შეხვედრების ორგანიზება;
** არსებულ კლიენტებთან მუდმივი უკუკავშირი მათი კმაყოფილების უზრუნველყოფის მიზნით;
** ბაზრის მოკვლევა და კონკურენტების ანალიზი
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში გაყიდვების მიმართულებით.
** გასაყიდი მომსახურების ზედმიწევნით ცოდნა ასევე, პროდუქციის.
** კრეატიული აზროვნებისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური პრეზენტაციების, მოლაპარაკებების გამართვის უნარი;
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული, 5 სამუშაო დღე, 10:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი: 5% გაყიდვებიდან
საწვავის და ავტომობილის ცვეთის ხარჯების ანაზღაურებას
ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე
სამედიცინო დაზღვევა
მისამართი: ქ.თბილისი, ბელიაშვილის N183
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: newvisiontransporter@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
|
|
|
|