Робота для біженців з України
ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
თბილისში ხარჯთაღმრიცხველს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:

** გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება
** იცი სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვის შედგენა და შეგიძლია ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი
** ფლობ საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე
** ხარ დეტალებზე ორიენტირებული და გაქვს ანალიტიკური უნარები

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი (ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი)
** ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე

შენი მოვალეობა იქნება:

** სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვების მომზადება
** ბანკის მიერ დაფინანსებული დეველოპერული პროექტების კონტროლი - მსესხებელი დეველოპერული კომპანიების სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი და გაცემული სასესხო თანხების ოდენობის შესაბამისობის დადგენა შესრულებულ სამუშაოებთან
** სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტი, დათვალიერება, შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასება
** ხარჯთაღრიცხვის ფორმების პერიოდული განახლება და დახვეწა არსებული საჭიროებების შესაბამისად

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | ხარჯთაღმრიცხველი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 10 თებერვალი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე