|
დასახელება:
პროექტ მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბლექ ფორთრესი თბილისი
|
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 თებერვალი
|
საკალათბურთო გუნდი "ბლექ ფორთრესი თბილისი" არის ახლახანს დაფუძნებული კომპანია, რომელიც პროექტის ფარგლებში, 2-3 თვის ვადით, ეძებს მოტივირებულ პროექტ მენეჯერს, საკალათბურთო სფეროსადმი ინტერესით.
შერჩეული კანდიდატი გუნდის მფლობელებთან თანამშრომლობით განახორციელებს პროექტის მართვის პროცესს.
პროექტ მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები იქნება:
** საოპერაციო საკითხების მართვა;
** გუნდის მფლობელებთან ყოველდღიური და პირდაპირი კომუნიკაციის წარმოება;
** საორგანიზაციო საკითხების ორგანიზება და მართვა;
** პარტნიორ მარკეტინგულ სააგენტოსთან ყოველდღიური და აქტიური კომუნიკაცია და მიმდინარე საკითხების მოგვარება;
** სარეკლამო, საბეჭდ და სტამბა კომპანიებთან კომუნიკაციის წარმოება;
** სხვა მსგავსი თემატიკის გამოწვევების ეფექტური მენეჯმენტი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დრო: კვირაში 40 საათი (ორშაბათიდან კვირის ჩათვლით; საათები საჭიროებისამებრ გადანაწილდება ჰიბრიდულად);
** სამუშაო ფორმატი: ნაწილობრივ ჰიბრიდული; (ოფისზე მიბმულობის გარეშე, პერიოდული ონლაინ/ოფლაინ ჩართულობით)
ანაზღაურება: 2000 ლარი (NET).
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@scope.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — პროექტ მენეჯერი.
|
|
|
|