Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695717&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ელ+
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა #126
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10 სთ-18 სთ

ძირითადი ფუნქციები:

** არსებულ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია
** გაყიდული პროექტის/პროდუქტების შესრულების პროცესის სუპერვაიზინგი პროექტის ყველა საფეხურზე
** პერიოდული სტატუს რეპორტების მომზადება პროექტის მსვლელობის შესახებ
** კომპანიის სხვადასხვა განყოფილებებთან მჭიდრო თანამშრომლობა
** როგორც კომპანიის შიდა, ასევე გარე მიზნობრივი კომპანიების ბაზების გენერირება
** აქტიური გაყიდვების და ხარისხიანი მომსახურების მოდელების შემუშავება, დანერგვა და პერმანენტული მონიტორინგი
** ჯვარედინი გაყიდვების ორგანიზება და პროცესის უშუალო კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი, ზეპირი)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
** რამდენიმე სამუშაოს ერთდროულად კეთების უნარი
** მჭიდრო სამუშაო ვადების დაცვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

ანაზღაურება: კონკურენტული (ფიქსირებული+ბონუსი)

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, კარიერული განვითარების პერსპექტივას!

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია