|
დასახელება:
საოპერაციო დირექტორი
|
| მომწოდებელი:
ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
|
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 თებერვალი
|
"Advanced Audit & Consulting Company" (AACC) არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისა და საკონსულტაციო მომსახურების წამყვანი კომპანია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთავაზობს როგორც თანამშრომელთა აუთსორსინგს, ასევე ერთჯერად/მრავალჯერად სერვისებს ბიზნესის სრული ოპერაციული მხარდაჭერის ფარგლებში.
AACC უზრუნველყოფს კომპლექსურ მომსახურებას მაღალი ხარისხის სტანდარტებით, მათ შორის:
** HR სერვისები - ტოპ პოზიციების რეკრუტინგი და Headhunting, HR აუდიტი, HR ადმინისტრირება და სხვა;
** ფინანსური და საგადასახადო მომსახურება - ბუღალტერია, ფინანსური მენეჯმენტი, საგადასახადო აუდიტი და სხვა;
** იურიდიული მხარდაჭერა - შრომითი და კორპორატიული სამართალი, შრომის ინსპექციასთან ურთიერთობისა და რისკების მართვა, სხვა;
** IT სერვისები - ქსელური ინჟინერია, სისტემური ადმინისტრირება და ტექნიკური მხარდაჭერა;
** Event & Corporate Services - საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კორპორატიული ღონისძიებებისა და Team-Building პროგრამების სრული ციკლის დაგეგმვა/მართვა/აღსრულება.
კომპანიის პორტფელში შედის ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანიები: Sharm Trading, სუფთა სახლი, GDCC, VitrA Georgia, Shaba, Geostar, Unilever CCA, Logistics Company და სხვა.
დამატებითი ინფორმაცია: https://www.aacc.ge
"AACC"-ის პარტნიორ კომპანიაში ვაკომპლექტებთ საოპერაციო დირექტორის თანამდებობას!
დარგი: საცალო ვაჭრობა / მაღაზიათა ქსელი (Retail)
ვიწვევთ გამოცდილ საოპერაციო ლიდერს, რომელიც უხელმძღვანელებს ქსელის თანამშრომლებს, ეფექტურად მართავს სრულ საოპერაციო პროცესებს ქსელის მასშტაბით.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** საქართველოს მასშტაბით ქსელის მართვა და თანამშრომლებით დაკომპლექტებით უზრუნველყოფა;
** სავაჭრო პროცესების ოპერაციების ეფექტური დაგეგმარება;
** მომხმარებლის მომსახურების ხარისხის სტანდარტების განვითარება, თანამშრომლების კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით, ტრენინგ განყოფილების ხელმძღვანელობა და განვითარება;
** შიდა პროცესების ოპტიმიზაცია და ავტომატიზაცია;
** გაყიდვების ზრდისა და ოპერაციული KPI-ების მართვა;
** რესურსების ეფექტური დაგეგმვა და ხარჯების კონტროლი;
** ახალი ფილიალების გახსნისა და ქსელის გაფართოების პროექტების ხელმძღვანელობა;
** ციფრული ინოვაციებისა და AI გადაწყვეტილებების ინტეგრაციის მხარდაჭერა;
** მიღებული მერჩენდაიზინგის სტანდარტებისა და მათი ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
** ქსელში აღწერების პროცესების მართვა და ქსელის დანაკლისების მინიმიზაციისთვის სისტემის გამართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება Retail დარგში ოპერაციული ხელმძღვანელის პოზიციაზე;
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება
** გუნდის მართვისა და ეფექტური მენეჯმენტის გამოცდილება
** პროცესების ოპტიმიზაციის პრაქტიკული გამოცდილება
** მაღალი პასუხისმგებლობა შედეგებზე
** ციფრული ტრანსფორმაციის ხედვა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
რას გთავაზობთ:
** სტრატეგიული გადაწყვეტილებების მმართველ ბორდთან შეთანხმება;
** მიმდინარე გადაწყვეტილებებსა და პროცესებში ავტონომია;
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და ეფექტურ საბონუსე სისტემას (აღნიშნული არის ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანი კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, დაინტერესებულ კანდიდატებს ვინც განაცხადს გამოგზავნის, ვთხოვთ განცხადებაშივე/მეილშივე მიუთითონ ფიქსირებული სახელფასო მოლოდინი).
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საოპერაციო დირექტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|