|
დასახელება:
AI & IT დირექტორი
|
| მომწოდებელი:
ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
|
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 თებერვალი
|
"Advanced Audit & Consulting Company" (AACC) არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისა და საკონსულტაციო მომსახურების წამყვანი კომპანია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთავაზობს როგორც თანამშრომელთა აუთსორსინგს, ასევე ერთჯერად/მრავალჯერად სერვისებს ბიზნესის სრული ოპერაციული მხარდაჭერის ფარგლებში.
AACC უზრუნველყოფს კომპლექსურ მომსახურებას მაღალი ხარისხის სტანდარტებით, მათ შორის:
** HR სერვისები - ტოპ პოზიციების რეკრუტინგი და Headhunting, HR აუდიტი, HR ადმინისტრირება და სხვა;
** ფინანსური და საგადასახადო მომსახურება - ბუღალტერია, ფინანსური მენეჯმენტი, საგადასახადო აუდიტი და სხვა;
** იურიდიული მხარდაჭერა - შრომითი და კორპორატიული სამართალი, შრომის ინსპექციასთან ურთიერთობისა და რისკების მართვა, სხვა;
** IT სერვისები - ქსელური ინჟინერია, სისტემური ადმინისტრირება და ტექნიკური მხარდაჭერა;
** Event & Corporate Services - საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კორპორატიული ღონისძიებებისა და Team-Building პროგრამების სრული ციკლის დაგეგმვა/მართვა/აღსრულება.
კომპანიის პორტფელში შედის ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანიები: Sharm Trading, სუფთა სახლი, GDCC, VitrA Georgia, Shaba, Geostar, Unilever CCA, Logistics Company და სხვა.
დამატებითი ინფორმაცია: https://www.aacc.ge
AACC-ის პარტნიორ კომპანიაში ვაკომპლექტებთ AI & IT დირექტორის თანამდებობას!
დარგი: საცალო ვაჭრობა / მაღაზიათა ქსელი (Retail)
ვიწვევთ სტრატეგიულად მოაზროვნე ტექნოლოგიურ ლიდერს, რომელიც უხელმძღვანელებს აღრიცხვიანობის სისტემაში პროცესებისა და კალკულაციების ავტომატიზაციას, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ინოვაციების ინტეგრაციას საცალო ვაჭრობის პროცესებში. პოზიცია ფოკუსირებულია კომპანიაში მიმდინარე პროცესების მაქსიმალურ ავტომატიზაციაზე, როგორც საოპერაციო, ასევე ფინანსური, კომერციული და სხვა მიმართულებებით.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** არსებული სააღრიცხვიანო სისტემის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა, AI-ს ინტეგრაცია და პროცესების ციფრული ტრანსფორმაციის უზრუნველყოფა;
** ფინანსური აღრიცხვიანობის და შედეგების დათვლის ავტომატიზაცია;
** შეკვეთების პროცესების და მომსახურების ეფექტიანობის ავტომატური დათვლის პროცესის ავტომატიზაცია;
** პროდუქტის ეფექტიანობის ანალიტიკის გაზომვა და ეფექტური მერჩენდაიზინის სისტემის დანერგვა;
** ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების ინტეგრაცია საცალო ოპერაციებში;
** მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება AI ინსტრუმენტებით;
** მონაცემთა ანალიტიკური პლატფორმების განვითარება;
** ტექნოლოგიურ პარტნიორებთან და სტარტაპებთან თანამშრომლობა;
** ინოვაციური პილოტ პროექტების ინიცირება;
** ბიზნეს ერთეულებთან თანამშრომლობა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება Retail სფეროში ციფრული პროცესებისა მართვის და/ან IT ხელმძღვანელობის მიმართულებით
** გამოცდილება AI / მონაცემთა ანალიტიკის / ციფრული პროდუქტების სფეროში
** სტრატეგიული ხედვა ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით
** AI ინსტრუმენტებისა და მონაცემთა პლატფორმების ცოდნა
** გამოცდილება ციფრული პროდუქტების შექმნასა და დანერგვაში
** ბიზნესთან და ტექნიკურ გუნდებთან თანამშრომლობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** სტრატეგიული გადაწყვეტილებების მმართველ ბორდთან შეთანხმება;
** მიმდინარე გადაწყვეტილებებსა და პროცესებში ავტონომია;
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და ეფექტურ საბონუსე სისტემას (აღნიშნული არის ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანი კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, დაინტერესებულ კანდიდატებს ვინც განაცხადს გამოგზავნის, ვთხოვთ განცხადებაშივე/მეილშივე მიუთითონ ფიქსირებული სახელფასო მოლოდინი).
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "AI & IT Director", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|