Робота для біженців з України
ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: L’occitane Group
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
კომპანია ლუქსარტი -"L`Occitane Group"-ის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე, ქ.თბილისში.

"L`Occitane Group"-ი წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა მსოფლიოს სილამაზის ინდუსტრიაში. პროდუქცია, რომელიც აქცენტს აკეთებს ორგანულ და
ბუნებრივ ინგრედიენტებზე, მოიცავს შემდეგ პრემიუმ სილამაზის ბრენდებს: L`OCCITANE en
Provence, Melvita, Erborian, ELEMIS, Sol de Janeiro და სხვა.

L`Occitane en Provence" საქართველოში წარმოდგენილია ყვითელი, კაშკაშა ბუტიკებით და მდებარეობს ქ.თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზ.#40-ში, "სითი მოლსა" და
"გალერეა თბილისის" სავაჭრო ობიექტებში.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
**  კორპორატიული ტელეფონის ნომერი და ბალანსი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლვოვის ქ. #92;
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 18:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის პოლიტიკის შემუშავება და მონიტორინგი
** თვიური და წლიური დახურვის პროცესებში მონაწილეობა, ტრანზაქციების შემოწმება/მართვა, ანალიზი და კორექტირება
** წლიური, კვარტლური ბიუჯეტის ფორმირება, შესრულების კონტროლი და ფინანსური ანალიზი
** აუდიტის პროცესში ჩართულობა და რეკომენდაციების იმპლემენტაცია
** ფულადი სახსრების ეფექტური განაწილება და ფინანსური რესურსების მართვა
** სტრუქტურული ერთეულების მართვა და ცალკეული ბრენდების საქმიანობისა და მომგებიანობის მონიტორინგი
** კომპანიის სტრატეგიულ პროცესებში ფინანსური მხარდაჭერა და ჩართულობა

მოთხოვნები:

** ფინანსებში ან ეკონომიკაში უმაღლესი განათლება
** 3+ წლიანი გამოცდილება ფინანსურ მენეჯმენტში
**  ანალიტიკური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
** Excel-ის და ფინანსური სისტემების კარგი ცოდნა

კანდიდატთა შერჩევა:

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს. მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@loccitane.ge 2025 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"ლუქსარტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე