|
დასახელება:
ფინანსური მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სკოლა პოლიგლოტი
|
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 თებერვალი
|
"სკოლა პოლიგლოტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია მოვალეობები:
** უზრუნველყოს ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული მოსწავლეთა სწავლის საფასურის შემოსავლის ორდერში გატარება და შესაბამისი თანხის საკონტროლო-სალარო აპარატში ასახვა.
** მოამზადოს ყოველთვიური ანგარიში შემოსული თანხებისა და დებიტორული დავალიანების შესახებ.
** განახორციელოს ყოველდღიური კონტროლი ა/ანგარიშზე თანხების ჩარიცხვაზე და წარუდგინოს სკოლის დირექტორს ინფორმაცია მოსალოდნელი საანგარიშსწორებო ქმედებების შესახებ.
** სასწავლო-აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილესთან ერთად საათობრივი დატვირთვის მიხედვით მოამზადოს სკოლის პედაგოგთა სახელფასო უწყისები და წარუდგინოს სკოლის დირექტორს.
** სკოლის ტექნიკურ მენეჯერთან ერთად მოამზადოს სკოლის სამეურნეო მარაგების შევსების გრაფიკი და აკონტროლოს მისი შესრულება.
** აღრიცხოს სკოლის მატერიალური ფასეულობათა მდგომარეობა და მოამზადოს მასალები მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციისათვის.
გრაფიკი:
ორშაბათი-პარასკევი: 10:00/18:00
შაბათი/კვირა დასვენება
ხელფასი: ხელზე ასაღები 1000 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე school_polygloti@yahoo.com ან დარეკეთ ნომერზე 032 2 600 221; 032 2 144 145; +995 599 29 32 11.
|
|
|
|