Робота для біженців з України
კონსტრუქტორ-ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსტრუქტორ-ინჟინერი
მომწოდებელი: Award
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
კომპანია "AWARD" ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას.

პოზიციის აღწერა:

კომპანია "AWARD" აცხადებს ვაკანსიას რკინის კონსტრუქციების კონსტრუქტორ-ინჟინრის პოზიციაზე. კანდიდატს უნდა გააჩნდეს მტკიცე თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება რკინის კონსტრუქციების პროექტირებაში, მშენებლობასა და ტექნიკურ ზედამხედველობაში.

მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი / ობიექტები
სამუშაოს ტიპი: სრული ან ნახევარი განაკვეთი
ხელფასი: ანაზღაურება (ხელზე ასაღები) - სრული განაკვეთი: 5, 000 ₾, ნახევარი განაკვეთი: 2, 500

ფუნქციები და მოვალეობები:

** რკინის კონსტრუქციების კონსტრუქციული პროექტირება.
** სტრუქტურული გაანგარიშებები და ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება.
** სამუშაო და საწარმოო ნახაზების მომზადება.
** მშენებლობის პროცესში ტექნიკური მხარდაჭერა.
** ობიექტებზე კონსტრუქციული ზედამხედველობა.
** პროექტის შესაბამისობის კონტროლი მოქმედ ნორმებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო/კონსტრუქციული ინჟინერიის მიმართულებით.
** თეორიული ცოდნა კონსტრუქციულ მექანიკაში და მასალათა გამძლეობაში.
** პრაქტიკული გამოცდილება რკინის კონსტრუქციების პროექტირებაში, მშენებლობასა და ზედამხედველობაში
** AutoCAD-ის ცოდნა.
** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ანალიტიკური აზროვნება.

სასურველი კვალიფიკაცია:

** SAP2000 / ETABS / SCAD / Robot Structural Analysis პროგრამების ცოდნა.
** Eurocode / СНиП ნორმებთან მუშაობის გამოცდილება.
** ავტორული ზედამხედველობის პრაქტიკა.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ, გრძელვადიან თანამშრომლობასა და საინტერესო, მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობას. თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (სასურველია პორტფოლიოც) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge

კომპანიის საიტის მისამართი: https://www.award.ge

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 21/02/2026.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე