Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695609&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: პალატი
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
შპს "პალატი", პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქალაქ რუსთავში, ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული;
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** დოკუმენტაციასთან და კორესპონდენციასთან მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსულ სატელეფონო ზარებზე და მეილებზე დროული რეაგირება;
** საჭიროებისამებრ წერილების მომზადება/თარგმნა;
** შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა -ადმინისტრირება;
** შეხვედრების და კომპანიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების მოწყობა/ ორგანიზება;
** სტუმრების დახვედრა და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
** სამეურნეო და საკანცელარიო ნივთების მარაგების კონტროლი და შევსება;
** ოფისის ტექნიკური საჭიროებებით მხარდაჭერა;
** კომპანიის კორპორატიული სერვისების მართვა;
** დიასახლისების საქმიანობის კურირება და კონტროლი;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კომპიუტერის გამოყენების ფართო უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - ოფისის მენეჯერი რუსთავში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია