|
დასახელება:
ფინანსების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ენთები
|
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 თებერვალი
|
"ენთები" წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს აუთსორსინგულ კომპანიას ფინანსური სერვისების სფეროში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ბუღალტრულ, ფინანსურ, საგადასახადო და იურიდიულ მომსახურებებს.
კომპანია დაფუძნდა 2015 წელს და დღემდე ყოველდღიურად ემსახურება 700-ზე მეტ ქართულ და საერთაშორისო კომპანიას.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: https://ants.ge/
ენთები პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას ფინანსების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ფინანსური რეპორტინგი და ანალიზი;
** ფინანსური რეპორტების მომზადება;
** ტრანზაქციების ფინანსური მონიტორინგი და აღრიცხვის კონტროლი;
** ხაზინის განყოფილებისა და ბუღალტერიის მიერ აღრიცხული მონაცემების სისწორის გადამოწმება, შეცდომების იდენტიფიცირება და შეტყობინება;
** ფინანსური ინდიკატორებისა და რეპორტების შემუშავება, დანერგვა და გაუმჯობესება;
** ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა;
** ყოველთვიური დედლაინებისა და პროექტების ფარგლებში მოსამზადებელი ფინანსური მაჩვენებლებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება;
** ფინანსური დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით; (სასურველია ACCA-ის რამდენიმე დონე)
** აუცილებელია ფინანსური რეპორტინგის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel-ის ცოდნა სავალდებულოა;)
** სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ერთდროულად რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი
გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება: 5000-6000 net (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსები.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@ants.ge და სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|