Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695583&print=yes&view=jobs
 
პრისეილერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: ზახარი
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
25 წლიანი გამოცდილების მქონე სადისტრიბუციო კომპანია შპს "ზახარ", რომელიც ოპერირებს საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სამშენებლო სექტორის აქსესუარების გაყიდვების სფეროში აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით
** შეკვეთების გაწერა
** დებიტორული დავალიანების მართვა
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება
** კლიენტების რაოდენობის ზრდაზე ზრუნვა
** პროდუქციის განლაგება თაროზე წინასწარგანსაზღვრული სტანდარტების მიხედვით
** თაროზე წილისა და მერჩენდაიზინგის კონტროლი
** გაყიდვების გაზრდა და მარშრუტებზე გეგმების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** მოქმედი მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი
** ინიციატივის მქონე, შრომისმოყვარე, შედეგებზე ორიენტირებული, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

მდებარეობა: თბილისი
გრაფიკი: სრული
დასვენება: შაბათი-კვირა

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კონკურენტუნარიან სახელფასო მოტივაციას
** მეგობრულ გარემოს
** უფასო სალაპარაკო დროს,
** დაზღვევას
** საწვავს და ავტომობილის ცვეთის ყოველთვიურ თანხას

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე lgogiberidze@zakhar.ge და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია