|
დასახელება:
ტექნიკური მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ქარვასლა მენეჯმენტი
|
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 იანვარი
|
სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში საერთო სარგებლობის სივრცის სერვისის განმახორციელებელი კომპანია შპს "ქარვასლა მენეჯმენტ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
** სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლის საერთო სარგებლობის ფართებში გათბობა-გაგრილების სისტემის, ლიფტების, ექსკავატორებისა და მანქანა დანადგარების ექსპლუატაციის ნორმების დაცვა, რისკების პრევენცია და საჭიროებისამებრ სარემონტო სამუშაოების სტანდარტებთან შესაბამისობაში წარმართვის უზრუნველყოფა;
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა, მონიტორინგი, რისკების პრევენცია და მართვა;
** შესრულებული სამუშაოების პროექტთან და სპეციფიკაციებთან შესაბამისობის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
** დადგენილი სამუშაოების შესრულების გეგმის კოორდინაცია;
** სივრცის მონიტორინგი და რეპორტების მომზადება;
** გათბობა/გაგრილების სისტემის კვალიფიციური სერვისის უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოების ნორმების ცოდნა/დაცვა;
** ობიექტზე არსებული მარაგების აღრიცხვა;
** ნახაზებისა და სხვა დოკუმენტების გადამოწმება, ბოლო რევიზიის დოკუმენტაციის კონტროლი;
** ობიექტის მომარაგების ეფექტიანად დაგეგმვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი საინჟინრო/სამშენებლო განათლება;
** სავალდებულოა პროფესიული საინჟინრო/სამშენებლო განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
რას გთავაზობთ:
** შპს "ქარვასლა მენეჯმენტ თბილისის" პროფესიონალთა გუნდთან ერთად შემდგომი კარიერული განვითრებისათვის აუცილებელი კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობას და პროფესიულ კავშირებს;
** სამუშაო პროცესში სწავლებას. პერსონალური განვითარების გეგმის, უკუკავშირისა და პროფესიონალ მენტორებთან მუშაობის საშუალებით, თქვენი პროფესიული განვითარების სწრაფ პროცესს;
** სრულ სამუშაო გრაფიკს (40 სთ/კვირაში);
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ც.დადიანის ქ. 7;
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** საბაზრო სტანდარტების შესაბამის ანაზღაურებას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ არაუგვიანეს 2026 წლის 26 იანვრისა გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: office@kmt.ge.
კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში. გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს ერთი წლის ვადისა.
აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: office@kmt.ge
|
|
|
|