Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 05 თებერვალი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქიში" ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:

** მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვის მიზნით;
** პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა;
** მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების ორგანიზება;
** პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და CRM პროგრამაში აღრიცხვა;
** გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 5 თებერვლის ჩათვლით:

https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე