Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695489&print=yes&view=jobs
 
ფიზიკური თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფიზიკური თერაპევტი
მომწოდებელი: ბავშვთა და მოზარდთა ინტეგრაციის აკადემია
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"ბავშვთა და მოზარდთა ინტეგრაციის აკადემია" არის განვითარებაზე ორიენტირებული ცენტრი, რომელიც მუშაობს ბავშვებთან და მოზარდებთან კომუნიკაციის, სწავლისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით. აკადემია აერთიანებს კვალიფიციურ სპეციალისტებს და სთავაზობს ინდივიდუალურად მორგებულ სერვისებს თითოეული ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით.

ჩვენი გუნდი ეძებს ფიზიკური თერაპევტს, რომელსაც სურს პროფესიულ და მხარდამჭერ გარემოში მუშაობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ისანი, ვლადიმერ ლობჟანიძის 3

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** ანაზღაურებას გამოცდილებისა და დატვირთვის შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბავშვთა ფიზიკური მდგომარეობისა და მოტორული უნარების შეფასება;
** ინდივიდუალური თერაპიული გეგმების შედგენა ბავშვის საჭიროებების შესაბამისად;
** ფიზიკური თერაპიის ინდივიდუალური სეანსების ჩატარება;
** წვრილი და მსხვილი მოტორიკის განვითარებაზე მუშაობა;
** მოძრაობითი ფუნქციების გაუმჯობესება და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა;
** ბავშვის პროგრესის მონიტორინგი და თერაპიული გეგმის საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
** მშობლებთან/ოჯახთან თანამშრომლობა, კონსულტაცია და რეკომენდაციების მიწოდება;
** სხვა სპეციალისტებთან (ლოგოპედი, ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი და სხვ.) გუნდური მუშაობა;
** დოკუმენტაციის წარმოება და პროგრესის დეტალური ჩანაწერების შენახვა;
** სამუშაო გარემოს მომზადება და თერაპიისთვის საჭირო მასალების შერჩევა/გამოყენება;
** შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმების მიხედვით.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფიზიკურ თერაპიაში/რეაბილიტაციაში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
** სერტიფიკატები ან ტრენინგები ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 20 თებერვლამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy.integacademy@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ფიზიკური თერაპევტი.

კომპანიაში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ევროინსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია