Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695486&print=yes&view=jobs
 
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: კანო
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
"კანო" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

პირობები:

** ქალაქი: რუსთავი;
** სრული განაკვეთი;
** გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევი (09:30 დან 17:30 მდე); შაბათი (09:00 დან 15:00 მდე)
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** შრომის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების ცოდნა;
** სასურველია - შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების მართვის უზრუნველყოფა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად;
** ობიექტზე უსაფრთხოების წესებისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი;
** სამუშაო პროცესების რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა/შესრულება;
** თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების ჩატარება;
** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების კონტროლი;
** სამუშაოების შეჩერება უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში (უფლებამოსილების ფარგლებში);
** უბედური შემთხვევების, ინციდენტებისა და სახიფათო სიტუაციების აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** შრომის ინსპექციის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და შემოწმებებში მონაწილეობა;
** ობიექტზე უსაფრთხოების კულტურის ამაღლებაზე ზრუნვა.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** ფიტპასი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

** საკონტაქტო პირის სახელი, გვარი: ნინო გელაშვილი
** ტელეფონი: 599653294
** ელ. ფოსტა: hr@kano.ge

დაინტერესებული პირები სასურველია დაგვეკონტაქტონ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე.

აუცილებელია ელ. ფოსტის საგანში მიუთითონ ვაკანსიის პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია