Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=695467&print=yes&view=jobs
 
დამხმარე მკერავი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე მკერავი
მომწოდებელი: სადედოფლო კაბების სალონი ენჯელი
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
სადედოფლო კაბების სალონი "ენჯელი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე მკერავის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი, ზ. გორგილაძის N 15.

სამუშაო მოვალეობები:

** სადედოფლო კაბების შეკერვისა და გადაკეთების პროცესში დახმარება
** მარტივი საკერავი სამუშაოების შესრულება (მაქმანების დაკერება, მოკლება, შევიწროება, დეტალების მორგება)
** ქსოვილებისა და აქსესუარების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კერვის საბაზისო ცოდნა და პრაქტიკული უნარები
** სიზუსტე, პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდში მუშაობის უნარი

სასურველია:

** კერვის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საკერავი მანქანების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** სტაბილურ ანაზღაურებას (შეთანხმებით)
** სრული ან ნახევარი განაკვეთი (შეთანხმებით)

დაინტერესებულმა პირებმა დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომერზე: 593 21 23 21
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია