|
დასახელება:
ღონისძიებების გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
დრიმლენდ ოაზისი
|
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 თებერვალი
|
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:
** https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
** https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
** https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ღონისძიებებს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - დაბა ჩაქვი
სამუშაო განაკვეთი - სრული
უშუალო ხელმძღვანელი - მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსული Event Inquiries-ის მიღება, ანალიზი და პროფესიონალური დამუშავება
** დამკვეთის საჭიროებების სიღრმისეული გააზრება და ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება
** ღონისძიების კონცეფციის, დღის წესრიგისა და რესურსების დაგეგმვა
** Tentative და Confirmed სტატუსების მართვა და გაყიდვების რეპორტინგი
** Conversion-ის ზრდაზე ორიენტირებული გაყიდვების პროცესი
** VIP და კორპორატიული კლიენტებისთვის საინფორმაციო ტურების ორგანიზება სასტუმროში
** მაღალი ხარისხის მომწოდებლების შერჩევა და კოორდინაცია, მათ შორის:
- დეკორაცია და დიზაინი
- შოუ-პროგრამები, არტისტები, DJ-ები, ბენდები
- ტექნიკური უზრუნველყოფა (ხმა, განათება, ეკრანები)
- ფოტო/ვიდეო მომსახურება
- ვიზაჟისტები, კოსტიუმები და სხვა
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება ფასისა და ხარისხის ოპტიმიზაციის მიზნით
** სანდო მომწოდებლებისა და პარტნიორების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება
** ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება
** სასტუმროს ყველა ივენთ-პროდუქტისა და სერვისის დეტალური ცოდნა
** ფასების, პაკეტებისა და კომერციული პირობების ეფექტური გამოყენება
** Upsell და Cross-sell სერვისების შეთავაზება შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით
** პრემიუმ გამოცდილების შექმნა თითოეული დამკვეთისთვის
** ღონისძიებების სრულ ციკლზე ორგანიზება, კოორდინაცია და ზედამხედველობა
** შიდა დეპარტამენტებთან (F&B, ტექნიკური გუნდი, Front Office და სხვა) ეფექტური კომუნიკაცია
** ღონისძიებამდე ყველა სივრცის, ტექნიკისა და სერვისის მზადყოფნის კონტროლი
** ღონისძიების მიმდინარეობისას პროცესების მართვა და ხარისხის კონტროლი
** ჯავშნების სისტემაში (PMS / Event Management System) ინფორმაციის ზუსტად ასახვა
** ინვოისების მომზადება და კონტროლი
** დეტალური Event Order-ების მომზადება და დეპარტამენტების ინფორმირება
** Rooming List-ების მართვა და სტატუსების ყოველდღიური მონიტორინგი
** ცვლილებების დროული ასახვა და ოფიციალური დადასტურებების გაგზავნა
** ღონისძიებამდე მინიმუმ 24 საათით ადრე საბოლოო შემოწმება
** ღონისძიების დასრულების შემდეგ შედეგების ანალიზი
** რეპორტების მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება გაყიდვებში მინიმუმ 3 წელი
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი
** გაყიდვებზე და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება
** ორგანიზებულობა და დეტალებზე მაღალი ყურადღება
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა
შერჩევის ეტაპები:
1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge
გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ღონისძიებებს გაყიდვების მენეჯერის"
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
აპლიკანტის ინფორმირება:
მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:
1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ: 032 247 22 33).
2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "დატაპრო" (ტელ: +995 595 018 956).
5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
|
|
|
|